რეზონანსი
07.12.2022

ერთი რამ მინდა გითხრათ, „ომის პარტია“ - დეგრადირებული, მოღალატე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია, არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ქვეყანაში არეულობის შექმნას შეეცდება, საკადრისი პასუხი გაეცემა.

„მინდა ეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირო - არ არის საინტერესო ისინი რას იტყვიან, საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით. ეს სისულელე ჩაადენინეს და ნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი. ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, რომ ამ „ომის პარტიას“, ამ ამრევებს და „ლუზერებს“ არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას. პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ისეთი როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×