რეზონანსი
26.09.2022

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს

გულწრფელად დარდობს იმ ადამიანებზე, ვინც ტალახს ისვრის არასწორი მიმართულებით და მიუხედავად ამისა, არ აპირებს იმავეთი გასცეს პასუხი.

მისივე განცხადებით, თავი უნაკლოდ არ მიაჩნია, თუმცა ბრძოლაში აუგი არ დაუმსახურებია.

„ცოტა უცნაურია, მართლა და დავიბენი, ჩვენზე მეტს შრომობს ვინმე? ჩვენზე მეტს დადის ვინმე და მუშაობს? ჩვენზე მეტი მამხილებელი არის კიდევ ქვეყანაში? ჩვენზე მეტი იარა ვინმემ ევროპაში და პრეზიდენტ სააკაშვილის თემაზე ისაუბრა? ჩვენზე მეტჯერ ვინმე საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხზე?

ჩვენზე მეტ მტერს იჩენს ვინმე ამ ქვეყანაში? სუსიის უფროსი სასამართლოში მიჩივის, უჩა მამაცაშვილი სასამართლოში გვიჩივის, ვანო ჩხარტიშვილი ბრიტანეთის სასამართლოთი მემუქრება, „ტვ იმედი" კვირაში 3 სიუჟეტს მიძღვნის, „პოსტვ" სერიალებს იღებს ჩემს გასაშავებლად და ამ დროს ....

არ ვაპირებ ზოგიერთებივით პრეზიდენტ სააკაშვილის წერილების ფრიალს და ასეთი მეთოდებით მხარდაჭერის მოპოვებას. მაქვს ჩემი ხალხის გონიერების იმედი და ყველას აქვს ჭკუა და თავი იმისთვის, რომ შეაფასოს მოვლენები, პოლიტიკოსები და შესაბამისი დასკვნები თავად გამოიტანოს. ცხადია, უნაკლოდ არ მიმაჩნია ჩემი თავი ამ ბრძოლაში, თუმცა არც აუგი დაგვიმსახურებია. გულწრფელად ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვინც ტალახს ისვრის არასწორი მიმართულებით და მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ იმავეთი გავცე პასუხი.

მე და ჩემი თანამებრძოლები უანგაროდ ვებრძვით ოლიგარქიულ რეჟიმს უკვე 10 წელია. უამრავი ქარიშხალი დატრიალდა ჩემს - ჩვენს თავს, მაგრამ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია.

ივანიშვილმა მძევლად აიყვანა პრეზიდენტი სააკაშვილი, აწამა, მისი უფლებები შელახა და ამას ერთმანეთზე გვაბრალებინებს - ეს როგორ უნდა მოახერხო? ასევე მძევლად არის აყვანილი ნიკა გვარამია და წარმოიდგინეთ, მე რომ დავადანაშაულო ჟურნალისტები, რომ ვერ აქტიურობენ ან არ იბრძვიან ნიკას თავისუფლებისთვის ... ეს ხომ სასაცილოზე მეტად ჩემი მხრიდან უკიდურესად უსამართლო იქნება?

მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად ყველაფრისა არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია და ამაზე ვკონცენტრირდეთ! ძალიან მტკიცედ ვარ მეც და ჩემი მეგობრებიც ამ ბრძოლაში, ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ხალხის სახელით. ძალა ერთობაშია", - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×