რეზონანსი
09.08.2022

სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არათუ თანამშრომლობს რუსეთთან, არამედ პირდაპირ კრემლის ფილიალია გახსნილი საქართველოში „ქართული ოცნების" სახით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„რუსებთან თანამშრომლობა მგონი უკვე დოკუმენტირებულია - „ქართული ოცნების" ყოველდღიური ქმედება არის დოკუმენტაცია და მტკიცებულება რუსეთთან თანამშრომლობის. ვფიქრობ, სანქციები იქნება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა, კიდევ ბევრი ფაქტი იქნება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, სანქციებამდე საქმე მივა. არამხოლოდ ივანიშვილს, არამედ ბევრ სხვა მაღალჩინოსანსაც, მოსამართლეს თუ კლანის სხვა წევრებს შეეხება სანქციები", - განაცხადა ჩიხლაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×