რეზონანსი
26.07.2022

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ლევან ბარდაველიძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. საქართველოს უზენაესი სასამართლო კოლეგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან ბარდაველიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ბატონი ლევანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს.

ბატონი ლევანი გახლდათ სამაგალითო კოლეგა, იგი მრავალი წლის მანძილზე ღირსეულად და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა სამოსამართლო საქმიანობას. მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთლიანი სასამართლო სისტემისთვის," -ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×