მგონია, რომ სასამართლოების გადატვირთულობა არის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე სხვა პრობლემა ნაკლებად აქტუალურია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს გარკვეული ხედვა იმასთან დაკავშირებით, რა მოითხოვს სწრაფ რეაგირებას და რა - გამოსწორებას.
„რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოითხოვს სწრაფად რეაგირებას, რა მოითხოვს გამოსწორებასა და გაუმჯობესებას. დასახელდა კიდეც და ეს პოლიტიკოსების შორის ქილიკის საგანი გახდა, მაგრამ მგონია, რომ სასამართლოების გადატვირთულობა არის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე სხვა პრობლემა ნაკლებად აქტუალურია", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.