რეზონანსი
08.07.2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების გამოყენებამ შესაძლოა ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების კატასტროფული ზრდა გამოიწვიოს, რითაც მთელ ევროპაში ოჯახებს ენერგეტიკის კუთხით გაცილებით მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ.

„დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ევროპელები ცდილობენ რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას. თუმცა, ჩვენ ველით, რომ ასეთი ქმედებების შედეგი საფონდო ბირჟაზე გაზის ფასის გაზრდა და მომხმარებლისთვის ენერგორესურსების ღირებულების ზრდა იქნება", - განაცხადა პუტინმა.

კრემლის ლიდერის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება გაცილებით მეტ ზიანს აყენებს იმ ქვეყნებს, რომლებიც მათ აწესებენ. სანქციების შემდგომმა გამოყენებამ შესაძლოა „კიდევ უფრო მძიმე, გაზვიადების გარეშე, კატასტროფული შედეგებიც კი გამოიწვიოს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×