რეზონანსი
08.07.2022

„ქართული ოცნება" მზად არის, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძე ამბობს, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება დეპოლარიზაცია.

„ოპოზიციის მაგივრად პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა დიდად არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ დეპოლარიზაციისთვის. არადა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა და დათქმაა იმ 12-პუნქტიან გეგმაში. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ამისთვის, რადგან დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს შესასრულებელია, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არ მინდა წინასწარ რაღაც შეფასებები გავაკეთო. მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორ წარმომიდგენია ეს ყველაფერი. ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველა გადადგამს ნაბიჯს და იქნებიან კონსტრუქციული, თუმცა არიან ისეთები, ვისაც აქვთ სურვილი, რომ დეპოლარიზაცია განხორციელდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×