რეზონანსი
08.07.2022

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ახლა ენერგია უნდა მიიმართოს იმაზე, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს არა ზედაპირულად ან ერთი პარტიის მიერ, არამედ შინაარსიანად და ინკლუზიურად.

„ქართველ ხალხს სურს ევროპული ინტეგრაცია, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, რაც გულისხმობს დემოკრატიულ მომავალს. საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, დიდ პროგრესს მიაღწია ინსტიტუტების კუთხით. ახლა ენერგია უნდა მიიმართოს იმაზე, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს არა ზედაპირულად ან ერთი პარტიის მიერ, არამედ შინაარსიანად და ინკლუზიურად. დასაკარგი დრო აღარ არის. სამოქმედო გეგმა უკვე შედგენილია და ახლა საჭიროა მოქმედება, და არა სიტყვები. კანდიდატის სტატუსი გელოდებათ, ამისთვის კი მოქმედებაა საჭირო. ახლა ყველაზე მთავარია სამუშაოს დაწყება, იქნება ეს განსაზღვრული კანონმდებლობის მიღება თუ 12 რეკომენდაციის შესრულება. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად", - აცხადებს აშშ-ის ელჩი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×