რეზონანსი
07.07.2022

მგონია, რომ შვეიცარიული ბანკი უკვე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა, რაც მოვისმინე, ადვოკატების განცხადებით, სასამართლო დავის საგანს არ წარმოადგენს. როდის აქეთ გახდა რეზოლუციები სამართლებრივი ღირებულების მქონე, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, ეს აბსურდია - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიღებულია არაერთგზის გადაწყვეტილება, რომ ბანკს ეკუთვნის თანხის გადახდა.

„ის, რა არგუმენტიც მოიყვანა შვეიცარულმა ბანკმა, რომ თურმე რეზოლუცია არის საფუძველი, რომ სანამ სასამართლო არ დამავალებს არ გადავრიცხავ თანხას, ეს არის აბსურდი და სისულელე. მგონია, რომ შვეიცარიული ბანკი უკვე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა, იმიტომ, რომ რაც მე მოვისმინე ადვოკატების განცხადებით, სასამართლო დავის საგანს არ წარმოადგენს. მიღებულია გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ, რომ ეკუთვნის ადამიანს ის თანხა, ეს ერთი და მეორე - როდის აქეთ გახდა რეზოლუციები სამართლებრივი ღირებულების მქონე, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, ეს აბსურდია. ის შვეიცარიული ბრენდი, რაც არის საიმედოობა და მყარი სტატუსი შვეიცარული საფინანსო ინსტიტუციების, ამას არღვევს ეს კონკრეტული კომპანია და რატომ აბედინებენ ამდენს, ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიღებულია არაერთგზის გადაწყვეტილება, რომ ბანკს ეკუთვნის თანხის გადახდა" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი" განცხადება გამოაქვეყნა, სადაც Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული ვალდებულებების უხეშ დარღვევებზეა საუბარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×