რეზონანსი
04.07.2022

როცა აქცია თვითმარგინალიზაციას ეწევა, რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შესაბამისი შეფასება გავაკეთოთ - ხელისუფლება მოსახლეობის განწყობებსაც სწორად აფასებს და აქციის ორგანიზატორების მარგინალურ პოლიტიკურ გზავნილებსაც სწორ და ადეკვატურ პასუხს სცემს, - ეს განცხადება 3 ივლისის აქციაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორებს მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებთ - ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლა, აქციის შინაარსი კი ქვეყნის ჯანჯღარამდე დედის.

„დანარჩენი, ყველა ეს მაღალფარდოვანი სიტყვები: - "შინ ევროპისკენ", "ჩვენ ევროპა გვინდა" - რევოლუციური სცენარის კამუფლაჟია. მათი რეალური მიზანია ბოლშევიკური მეთოდით - ზამთრის სასახლის აღების მეთოდით - ხელისუფლების ხელში ჩაგდება. გამომდინარე აქედან, ამ პროცესს კავშირი არა აქვს ქვეყნის კონსტიტუციასთან და იმ დღის წესრიგთან, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გააჩნია. თუ ეს ადამიანები ამ რიტორიკას გააგრძელებენ და საკუთარ რიტორიკას ქმედებაში მოიყვანენ, ყოველგვარ მხარდაჭერას საბოლოოდ დაკარგავენ და მარგინალიზაციის იმ დონეს მიაღწევენ, რაც მათ სისხლის სამართლის კანონით დასჯად ქმედებებამდე მიიყვანს.

როდესაც 20 ივნისის აქცია იყო ლოზუნგით, რომ ევროკავშირს საქართველოში ხალხის ევროპული მისწრაფება დაენახა, აქცია მართლაც მრავალრიცხოვანი იყო. როგორც კი კამუფლაჟი ნელ-ნელა აიხსნა და აქცია მის ძირითად შინაარსს - ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცლას მიუახლოვდა, აქციამ ნელ-ნელა კლება დაიწყო. 3 ივლისს აქციამ პარტიული აქციის ხასიათი მიიღო. აქციის შიგნითაც იყო გაურკვევლობა და გაუგებრობა როგორც მიზნებთან, ასევე სამოქალაქო გეგმასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×