რეზონანსი
06.12.2021

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, როგორც არ უნდა დასრულდეს „ინტერ რაოსთან" დავა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება, შეთანხმება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან. 2007, 2011 წელს გარკვეული ცვლილებებია შეტანილი, რომლითაც 2025 წლამდე არის დადგენილი შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც მათ შორის „თელასმაც" უნდა მიიღოს ტარიფების მომატების გზით. 2014 წელს ის ტარიფები, რომელიც სემეკმა დაადგინა, ჩვენი აზრით, იყო აბსოლუტურად ობიექტური, გამჭვირვალე მეთოდოლოგია და იმაზე უფრო მაღალი ტარიფის დადგენა არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ინტერ რაო" ამას მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენი მყარი პოზიცია ამ სასამართლოს დროს, რომელიც მიმდინარეობდა 6-7 წელიწადი, ყოველთვის იყო, რომ ტარიფები არ უნდა გაზრდილიყო იმ ნაწილში, რა ნაწილსაც ითხოვდა „ინტერ რაო". ყოველთვის ჩვენ ასეთ დროს მომხმარებლების ინტერესებიდან ამოვდივართ. მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა ძალიან სენსიტიური თემაა და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. საბოლოო ჯამში, არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა, მოითხოვა, რასაც აყენებდა „ინტერ რაო", 200 მილიონზე მეტს აყენებდნენ და 80 მილიონი არის დადასტურებული და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დავა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე,"- განაცხადა თურნავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×