რეზონანსი
24.10.2021

ზუსტად ვიცით, რომ 30 ოქტომბერს შევხვდებით გამარჯვებულები, ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ გაურკვევლობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თელავის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

მან მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის. ანდრიაშვილმა განაცხადა, რომ თელავში არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული.

„ჩვენ დიდი უპირატესობით გადავედით მეორე ტურში და ზუსტად ვიცით, რომ 30 ოქტომბერს შევხვდებით გამარჯვებულები, ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ გაურკვევლობას. ჩვენი მიზანია, ვემსახუროთ მოსახლეობას და შევასრულოთ ის პროექტები, რაც დაგეგმილია", - განაცხადა ანდრიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×