რეზონანსი
24.09.2021

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი საკრებულოში არჩევნებამდე ჩატარებულ ბოლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვატო შაქარიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ხელოვნურად, ძალიან ბინძური მეთოდებით ხდება პოლიტიკური ტემპერატურის აწევა.

"ნაცმოძრაობა" თავისი მცირე სატელიტებით და ზონდერ-პარტიებით იბრძვის რევანშის გზით ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ხოლო ქართული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შესანარჩუნებლად", - აცხადებს დამოუკიდებელი კანდიდატი

შაქარიშვილი კობახიძე-მელიას ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, "ახია "ქართულ ოცნებაზე", რადგან დამნაშავე ნიკა მელია, ნაცვლად იმისა, რომ პასუხს აგებდეს, თავს ესხმის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს".

"მერწმუნეთ,ეს მძიმე სანახავი იყო, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბერი დააყენა", - აღნიშნა შაქარიშვილმა

მისივე თქმით, ამ ვიწროპარტიულ დღის წესრიგში იკარგება ხალხის რეალური პრობლემები და ინტერესები.

"მოგეხსენებათ, რომ ქალაქში მე ვარ მაჟორიტარობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი და ვისურვებდი, რომ თუნდაც ერთი საქმიანი, კონსტრუქციული, ჯანსაღი დებატი შემდგარიყო კონკურენტებთან, მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, რასაც მოუსმენდა ჩვენი მაყურებელი და გააკეთებდა ინდივიდუალურ არჩევანს, თუმცა ასეთი შეხვედრა არ შედგა", - განაცხადა შაქარიშვილმა,

მან ქალაქსა და ქვეყანას მშვიდობიანი პოსტ საარჩევნო პერიოდი და არჩევნები უსურვა და კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×