რეზონანსი
28.07.2021

დღეს "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად განაცხადა და აღიარა, რომ ვერც პარტია „ქართული ოცნება", ვერც მისი გენერალური მდივანი კახა კალაძე ვერ უახლოვდებიან 43-პროცენტიან ზღვარს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, საქართველოს დემოკრატია, ნატო-ში გაწევრიანება დიდი საფრთხის ქვეშ დადგა.

"რა თქმა უნდა, ისინი განწირულები არიან დამარცხებისთვის. სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ" უტიფრად დაარღვია საქრთველოს მოსახლეობის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და შარლ მიშელის წინაშე დადებული პირობა და 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, საქართველოს დემოკრატია, ნატო-ში გაწევრიანება არის რა თქმა უნდა, დიდი საფრთხის ქვეშ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები. თუმცა ასევე, დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში, აქტიურად, ყოველ წუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტიებების შესახებ ჩვენ მოგახსენებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით ოპოზიციის არაკონსტრუქციულობის პირობებში შარლ მიშელის დოკუმენტმა თავი ამოწურა და შეთანხმება ანულირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×