რეზონანსი
26.07.2021

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" და „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ დადგენილ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განმარტებით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტი მიზნად ისახავს 2021 წლის 23 ივნისამდე ყველა ჩადენილ იმ სამართალდარღვევისა თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაულისგან პირის გათავისუფლებას, რომელიც მოიცავს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, იგი როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

„ეს შეეხება 2020 წლიდან 2021 წლის 23 ივნისამდე ჩადენილ დანაშაულებს", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×