რეზონანსი
21.06.2021

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებული ძალის „სამოქალაქო შეთანხმების" შტაბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანმა ამომრჩეველს და საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს, სომხეთის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ასევე საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საქართველოსთან ჩვენ ურთიერთობებს გავაღრმავებთ და გავაუმჯობესებთ. მინდა ასევე მშვიდობა ვუსურვო ჩვენს რეგიონს. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი მნიშვნელოვანი დღის წესრიგია. ჩვენი ხალხის, ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, განვითარების ეპოქის შექმნა ჩვენი პრიორიტეტია", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×