რეზონანსი
20.06.2021

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე ნადირაძე-ღოღობერიძის სკანდალს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისივე აზრით, დაავადებათა მკურნალობების საჯარო განხილვა, მედიკამენტების დასახელებით, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ყველას არ მიუწვდება ხელი სამედიცინო სერვისებზე და აფთიაქში მედიკამენტს რეცეპტის გარეშეც შეიძენ, არის დანაშაული.

„მოკლედ, გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ, თუ რაიმეს თქმა გსურთ ღიად დაწერეთ! პირადში ნუ მწერთ! მე ჩემი აზრი გამოვთქვი და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე რაც დავწერე! კიდე ცოტა დავწერე!

გავმეორდები: დაავადებათა მკურნალობების საჯარო განხილვა, მედიკამენტების დასახელებით, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ყველას არ მიუწვდება ხელი სამედიცინო სერვისებზე და აფთიაქში მედიკამენტს რეცეპტის გარეშეც შეიძენ არის დანაშაული! საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში დამდგარ უარყოფით შედეგზე ვინ იღებს პასუხიმგებლობას?!

ექიმი პასუხს აგებს არა მხოლოდ პაციენტის მკურნალობაზე, არამედ მედიკამენტოზური თერეპიების საჯაროდ გაცემულ ინფორმაციაზე,“ – წერს ირმა კვიცარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×