რეზონანსი
18.06.2021

"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვება და შემდეგ მისი პოლიტიკაში მოსვლა ერთადერთი, ვისაც აწყობს, "ნაციონალური მოძრაობაა".

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, გიორგი გახარიას გუნდის მიზანია, თვითმმართველობის არჩევნების დროს "ქართული ოცნება" 43%-იან ზღვარს მიუახლოვოს.

"გიორგი გახარია ცდილობდა "ქართული ოცნების" სახელს ამოფარებოდა და საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო პროექტად გაესაღებინა. ამ კუთხით ის იმდენად წინ წავიდა, რომ ბიძინა ივანიშვილსაც კი მოუწია საკმაოდ მკაფიო და მკაცრი განცხადების გაკეთება.

ვხვდებით, რომ ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ "ქართული ოცნება" დაუახლოვოს ან ჩამოაცილონ 43%-ს. ვის აწყობს ეს, თუ ეს ასე მოხდება?

ვიცით, რომ გიორგი გახარიას ქმედება, ერთადერთი, ვისაც იმ მომენტში აწყობდა, ეს იყო "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პოლიტიკაში ყოფნა ერთადერთი, ვისაც აწყობს, არის "ნაციონალური მოძრაობა,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×