რეზონანსი
08.05.2021

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პანდემიის დასასრულებლად, ინტენსიური ვაქცინაცია აუცილებელია.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდა ამისა, პრევენციული ღონისძიებების დაცვაც ერთ-ერთი მნიშნველოვანი პირობაა.

“ჩვენ აღარ გვექნება მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ტალღები. აღარ გვექნება ის ტრაგიკული შემთხვევები, რომ ყოველდღიურად გვაქვს ახლა 15-20 გარდაცვალება. ეს მიიღწევა ორი რამით. ერთი – ინტენსიური ვაქცინაცია, მეორე – პრევენციის ღონისძიებების ინტენსიურად დაცვა”, – უთხრა გამყრელიძემ იმედს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×