რეზონანსი
07.05.2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლიაში, სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

სოფლის რწმუნებულის, ვახტანგ კვირკველიას თქმით, ოჯახმა ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

„სხვა დეტალები ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია. მე და სოფლის დეპუტატი ასვლას ვაპირებთ ოჯახში. როგორც მითხრეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში და მათ შეტყობინებაში დაფიქსირებული აქვთ - ბავშვის სიმაღლიდან ვარდნა, არსებობს სხვა ვერსიებიც - სიცხე და გულის პრობლემები, დეტალები ჩემთვის უცნობია", -ამბობს სოფლის რწმუნებული.

სრულად იხილეთ; პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×