რეზონანსი
06.05.2021

მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაედება , - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ თემას მნიშვნელოვნად აღიქვამს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ რაღაცები ფიზიკურად არ „მოსულა".

„ადმინისტრაციულ კანონში ადამიანის უფლებების შემზღუდავი და სისტემის უფლების გამაფართოებელი კანონი შემოდის. პოლიციელის უფლებები ფართოვდება. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ" გამოდის, რომ მოასწრო ამის ცვლილება, სანამ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა. ყველგან გამოვთქვი ამ ამბავთან დაკავშირებით, ჩემი კრიტიკული აზრი, მაგრამ არავინ არ გაითვალისწინა. შემდეგ პრეზიდენტი „ფეისბუქზე" „დავთაგე" და მოვუწოდე, რომ ეს კანონპროექტი შეეჩერებინა, რადგან შარლ მიშელის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემი საუბარი ყველაფერი გაიგო. თუმცა უტაქტოდ გამოვიდოდა მეკითხა, რას აპირებთ ამ საკითხთან დაკავშირებით - თქო. განწყობების სპეციალისტი მე არ ვარ, მაგრამ შემიძლია განვიხილო, რაღაც ქცევა ზოგადად ლოგიკასთან მიმართებით. ის თვითონ ხდის ამ თემას ძალიან მნიშვნელოვანს. მე მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამ კანონს ვეტო დაედება. „ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ რაღაცები ფიზიკურად არ „მოსულა", - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, კანონში ცვლილებები მიდრეკილია იმისკენ, რომ ძალოვანი ადამიანების უფლებამოსილება კიდევ უფრო გაიზარდოს და ადამიანების შემცირდეს.

„ცვლილებები მიდრეკილია იმისკენ, რომ ძალოვანი ადამიანების უფლებამოსილება კიდევ უფრო გაიზარდოს და ადამიანების შემცირდეს. თუ გავითვალისწინებთ პროტესტებს, რომელიც მომავალშია დაგეგმილი, „ქართულ ოცნებას" წასძლია სულმა. რომ კიდევ უფრო მკაცრი ადმინისტრირების საშუალება ჰქონოდა", - განაცხადა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×