რეზონანსი
06.05.2021

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით განაახლებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 13 მაისიდან ავიაკომპანია ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით კვირაში ორჯერ იფრენს.

„უკვე თვის ბოლოს, ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ ორ ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი - 29 მაისიდან კატოვიცე და 30 მაისიდან გდანსკი", - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

14 მაისიდან Wizz Air-ი რეგულარულ ფრენებს ლატვიის დედაქალაქის, რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან გერმანიის ქალაქ დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×