რეზონანსი
18.04.2021

მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული. მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივსა და 2%-ს შორის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამი. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტის სულ მცირე 4 წევრს მიეცემა უფლება შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც სხვა პარტიების დეპუტატების ჩართვა შეიძლება.

„მხარეები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებითი ცვლილებებით:

ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 თანაფარდობა 5 უდიდესი ქალაქისთვის და 2/1 თანაფარდობა ყველა დანარჩენისთვის; ბარიერები უნდა იყოს 2.5% თბილისში და 3% სხვაგან.

ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიონალი და 9 პოლიტიკური პარტიის წევრი. პროფესიონალი წევრები, რომლებიც დაინიშნებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედით. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილე.

საოლქო საარჩევნო კომისიები: იგივე პროპორციები და ორი მესამედის უმრავლესობა ცესკო-ში პროფესიონალი წევრების დანიშვნისას.

საუბნო საარჩევნო კომისია: იგივე პროპორციები ექვემდებარება საპარლამენტო განხილვას მიზანშეწონილობის შესახებ. პროფესიონალი წევრები დაინიშნებიან უბრალო უმრავლესობით, პლუს ერთი ხმა საოლქო საარჩევნო უბნებში. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს არანაკლებ 5 პროფესიონალი წევრი, პლუს ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი.

ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტის წევრთა ორი მესამედი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან / და პროფესიონალი წევრების არჩევის „ანტი-ჩიხური“ მექანიზმი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:

1. პირველ ორ მცდელობას სჭირდება ორი მესამედის უმრავლესობა. მესამე მცდელობას სჭირდება სამი მეხუთედის უმრავლესობა. შემდგომ მცდელობებს უბრალო უმრავლესობა სჭირდება.

2. კენჭისყრა უნდა მოხდეს წინა კენჭისყრიდან არა უადრეს 4 კვირისა.

3. „ანტი-ჩიხური“ პროცედურის შესაბამისად ნებისმიერი დანიშვნა (ორ მესამედზე ნაკლები) დროებითია, ექვსი თვის ვადით, რომლის განმავლობაშიც დაიწყება დანიშვნის სტანდარტული პროცედურა. განისაზღვრება ბიულეტენების გადაანგარიშების მკაფიო კრიტერიუმები. ყველა უბნის 10%-ის ავტომატური გადათვლა შემთხვევითი წესით ძალაში რჩება.

სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ცესკოს მანდატით, რომელშიც შევა სახალხო დამცველის აპარატი და მოწვეულნი იქნებიან სანდო არაპარტიული დამკვირვებელი ორგანიზაციები, აგრეთვე სანდო მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა განიხილონ დავის გადაწყვეტის პროცესი და დროული რეკომენდაციები გასცენ ცესკოს. სამუშაო ჯგუფს შეიძლება დაეკისროს დამატებითი ფუნქციები, მაგალითად, გადათვლაში მონაწილეობა. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი მოსაზრებების შესაბამისად, რომელიც ეხება 2021 წლის იანვარში წარდგენილ ორ კანონპროექტს პარტიების რეგისტრაციისა და პარტიების დაფინანსების შესახებ, შემოთავაზებული შესწორებების მიღება უნდა გადაიხედოს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )