ია აბულაშვილი
01.08.2021

ავლაბარში, მეტეხის გორაზე, სადაც თბილისის გალავანი მთავრდებოდა, დედაქალაქს გადმოჰყურებდა მონასტერი, რომელიც მე-18 საუკუნის 70-იან წლებში ერეკლე მეორის მეუღლემ დედოფალმა დარეჯანმა ააგო და მას „დარიის მონასტერი“ ერთქვა.

ქართული ხუროთმოძვრების ამ უნიკალურ ტაძარში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქარველი სასულიერო პირები. ეკლესიაში დაცული იყო წმინდანთა ნაწილები, მათ შორის წმინდა რაჟდენ პირველმოწამის ნაწილები, რომელიც დღეს სიონის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული.  „დარიის მონატერი“ მოხატლი იყო უნიკალური ფრესკებით.

1795 წელს აღმა-მაჰმად ხანმა თბილისის აღების დროს „დარიის მონასტერი“, მეფე ერეკლეს მეუღლის დარეჯანის სასახლესთან ერთად გადაწვა, თუმცა ტაძარი მალევე აღადგინეს და აქვე დაარსეს სამრევლო სასწავლებელი და ანდრია პირველმოწამის სემინარია.  საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა „დარიის მონასტერში“ 26 კომისრების მუზეუმი გახსნეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×