
ქვათახევის მამათა მონასტერში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ერთ-ერთი გამორჩეული საეკლესიო კერა იყო საქართველოში, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი საზოგადო და სასულიერო პირები, რომელთა ხელითაც შეიქმნა არაერთი უნიკალური ხელნაწერი.
ამ მონასტერში მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი იოანე ავალიშივლი, რომელიც ქვათახევის მამამთა მონასტერს წინამძღოლობდა.
სწორედ მან გადაწერა და მხატვრულად გააფორმა ქვათახევის მამათა მონასტერში შოთა რუსათველის უკვდავი პოემა "ვეფხისტყაოსანი", რომელიც წმინდა მოწამე ქეთევან დედოფლის დაკვეთითი გადაიწერა.
ქვათახევის მამათა მონასტრი მტრების მიერ არაერთხელ იქნა აოხრებული, 1386 წელს კი თემურ ლენგმა მონსტერი მთლიანად გადაწვა. მას შემდეგაც არა ერთხელ დაარბია მოსულმა მტერმა ეს უძველესი ტაძარი.
გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი შემოტევის დროს, ქვათახევის ბერ-მონაზვნებს მონასტრის განძეულობა იქვე ახლოს გამოქვაბულში გადაუმალავთ, რომელიც წლების შემდეგ ისევ იპოვეს და ტაძარში დააბრუნეს.
ქვათხევის მონასტერში კი დაცული იყო უძვირფასესი განძეულობა, მათ შორის ქრისტეს უდიდესი სიწმინდე იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულმოქმედი ხატი. ტაძრის საძირკვეთლში კი დატანებული იყო ღვთისმშობლის სამოსელის ნაწილი.