ირმა ჩიტაია
25.11.2024

სანქციებისა და შეზღუდვების საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. საქართველოს ახლადარჩეულმა პარლამეტმა მუშოაბა უპრობლემოდ დაიწყო. შესაბამისად, ის შიში, რაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში სანქციების დაწესებას უკავშირდებოდა, ჩავლილია. იმედია, სამუშაო თვალსაზრისით, ხელისუფლება შეძლებს დასავლეთის ქვეყნებთან ახალი ფორმატის გამონახვას. 

ქეთო გოგოხია
25.11.2024

ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის დასაწესებლად მთავრობა უკვე მზადაა. სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, 2026 წელი გონივრული ვადაა, როცა კანონმდებლობა უნდა ამოქმედდეს, ხოლო როგორი იქნება ტარიფი, დამოკიდებულია ავტომობილების რაოდენობასა და ავარიების სიხშირესთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე, რაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

ქეთო გოგოხია
25.11.2024

,,შავი პარასკევის" აქციები დაიწყო, თუმცა ბიზნესის მხრიდან  შეთავაზებები ფასდაკლებებთან დაკავშირებით უმეტესად არარეალურია. წლობით დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე თამამად შეიძლება თქმა, რომ სავაჭრო ობიექტებში გამოცხადებული ფასდაკლებები უფრო მომხმარებლების მოსაზიდად მიმართული ხრიკებია და დიდ უნდობლობას იწვევს. ამით აიხსნება ისიც, რომ ,,შავი პარასკევის" მიმართ მომხმარებლებს გამოკვეთილად უარყოფითი განწყობა აქვთ. 

ქეთო გოგოხია
21.11.2024

ბიზნესი ანაზღაურებას ვეღარ ზრდის და ვერც კვალიფიციურ კადრებს ასაქმებს. შესაბამისად, ხშირია შემთხვევა, როცა პროფესიონალები იძულებული არიან ალტერნატიული სამსახური ეძებონ და წავიდნენ ქვეყნიდან. იმისთვის, რომ დანაკლისი შეავსოს, კომპანიებს ხშირად სტუდენტები ან ახალბედა კადრები აჰყავთ  სტაჟირებაზე, განსაზღვრული პერიოდით ამუშავებენ და ზოგჯერ ანაზღაურებასაც არ გასცემენ. პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია, ხალხი სულ უფრო მეტ ანაზღაურებას ითხოვს, ბიზნესს უკვე ეს არ სიამოვნებს და არც შეუძლია მეტის გადახდა.

გვანცა წულაია
21.11.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება. მთავრობის დანარჩენ ფიგურანტებზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა, თუმცა დიდი ალბათობით იგივე გუნდი ეყოლება პრემიერს. ექსპეტრები ამბობენ, რომ ამჟამინდელმა ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოს განვითარება მოუტანა, ამიტომ ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას, მათი მთავრობაში დატოვება სტაბილურობის გარანტიას იძლევა.

გვანცა წულაია
20.11.2024

2025 წლის ბიუჯეტში თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ხარჯია გათვალისწინებული. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ თბილისის სრულიად ახალი შემოვლითი გზის პროექტი მოკვლევა-ადრეული პროექტირების ეტაპზეა. "რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, სამომავლოდ რა შეღავათს მისცემს დედაქალაქს ახალი სატრანსპორტო მონაკვეთი და განტვირთავს თუ არა იგი ქალაქს.

გვანცა წულაია
20.11.2024

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სვანეთში ვითარება უფრო და უფრო იძაბება. საუბარია კრიპტოვალუტის მაინინგზე, რის გამოც რეგიონში ელექტროენერგიის არანორმალური მოხმარებაა. წინა კვირაში ამის გამო მესტიაში დენის მიწოდება შეწყდა, გუშინ კი მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მფგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა გამრიცხველიანება და გადასახადის დაწესებაა.

გვანცა წულაია
19.11.2024

თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, ტურიზმის ინდუსტრიაზე მოახდიონს უარყოფითი გავლენა. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პროტესტი გაგრძელდება და თან უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას პოლიტიკური სიტუაციის გამო, არავითარი საფრთხე არ ელის. 

გვანცა წულაია
19.11.2024

საქართველოში უმუშევრობის შემცირების ტენდენცია გრძელდება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შემცირების ძირითადი განმაპირობებლი ფაქტორი მაღალი ეკონომიკური ზრდა, ზაფხულის სეზონზე დასაქმების მატება და მიგრაციაა. 

ირმა ჩიტაია
18.11.2024

სამშენებლო პროექტების უმეტესობა დათქმულ დროში ვერ ბარდება. ახალაშენებული ბინების ვადის გადაცილებით დასრულებამ კვლავ იჩინა თავი. დეველოპერები ვადებში ისევ ვერ ეტევიან და კორპუსების უმეტესობაც დათქმულ დროს არ ბარდება. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ მშენებლობის პროცესი უამრავ  დაფარულ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

ქეთო გოგოხია
18.11.2024

ტურისტულ რეგიონებში ბინებზე დიდი მოთხოვნაა. მშენებლობების გააქტიურება კი დიდ რისკს უკავშირდება. ქვეყნის სახელგანთქმული კურორტები იერსახეს და ავთენტურობას, ფაქტობრივად, კარგავს. ამის მაგალითია ბაკურიანი, გუდაური, ბახმარო და თითქმის ყველა ზღვისპირა კურორტი, სადაც ქაოსური განაშენიანება მიდის. 

ქეთო გოგოხია
18.11.2024

ლარის კურსმა სპეკულაციურ შემოტევას ერთხელ კიდევ გაუძლო. პოლიტიკური პროცესების ფონზე რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერმა ექსპერტებმა რატომღაც მიზანში ეროვნული ვალუტა ამოიღეს, რომ ნეგატიური მოლოდინი შექმნან და ამით სიტუაცია ჩიხში შეიყვანონ. თუმცა ამ პირობებშიც კი ლარმა გამყარება მაინც შეძლო და  ჯერ კიდევ სტაბილურადაა. თუკი არჩევნების წინ კურსი 2,75-მდე იყო, ამ ეტაპზე 2,73-ის ფარგლებშია და პოზიციები შეიძლება კიდევ უფრო გაიუმჯობესოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×