ირმა ჩიტაია
24.03.2025

მსოფლიო ეკონომიკაში დიდი გაურკვევლობაა. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ამ მხრივ უაღრესად უარყოფითი როლი შეასრულა. საუბარია იმაზეც, რომ დიდი რეცესია იწყება. ამის ერთ-ერთ გამოხატულებად მიიჩნევა ოქროს არანორმალურად გაზრდილი ფასიც, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში აქამდე არსებული ყველა რეკორდი დაამხო.

ქეთო გოგოხია
24.03.2025

უძრავი ქონების ბაზარზე ფასების შეკავება ხელოვნურად ხდება. ბაზარზე რეალურად გასაყიდი ბინების სიჭარბეა, ხოლო მოთხოვნა - ნაკლები, მაგრამ ტენდენცია ღირებულებაზე ჯერჯერობით არ აისახა. ერთ-ერთი ვერსიით, რაზეც ეკონომისტები საუბრობენ,  დეველოპერები სპეციალურად ცდილობენ ფასის შენარჩუნებას, ხოლო თუკი ტარიფები კლების მიმართულებით არ დაკორექტირდა, ამან სამშენებლო ბაზარზე შეიძლება პრობლემა და შემდეგ კი კრიზისი წარმოშვას.

ქეთო გოგოხია
24.03.2025

ნავთობპროდუქტების ბაზარზე სტაბილურობა გარანტირებულია. სულ ცოტა ხნის წინ, რეგიონებში დიდთოვლობის გამო შექმნილმა მდგომარეობამაც დაგვანახა, რომ ავტოგსამართი ქსელები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გამართულად მუშაობენ და ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია. თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ საწვავის და ყველა სხვა საჭირო მასალების მიწოდება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, დასკვნა ნათელია - ნავთობპროდუქტების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური სექტორია, რომელმაც კრიზისულ სიტუაციაშიც კი მაღალი პასუხისმგებლობა და სტაბილურობა აჩვენა.

გვანცა წულაია
20.03.2025

საცობები თბილისისთვის მოუგვარებელ პრობლემად იქცა. დედაქალაქში ბევრი ისეთი ადგილია, სადაც ავტომობილით გადაადგილება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. ფაქტია, რომ თბილისს შუქნიშნებისა და "ბასლაინების" მომრავლებამ ვერ უშველა. სპეციალისტები დიდი ხანია ამბობენ, რომ ქალაქს ხიდების და ესტაკადების მშენებლობა სჭირდება და, როგორც ჩანს, ამას თბილისის მერიაშიც მიხვდნენ. 

ირმა ჩიტაია
20.03.2025

შრომის ბაზარზე კონკურენციის პრობლემამ იჩინა თავი. ამის ერთ-ერთი მიზეზი დასაქმებულთა მხრიდან ანაზღაურების ზრდაა, რასაც ისინი სექტორიდან ითხოვენ. ხელფასის ზრდა და მასთან დაკავშირებული საკითხები, ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. იგი პირდაპირ პროდუქციის თვითღირებულების ზრდაზე აისახება, რაც განსაკუთრებთ მცირე ბიზნესს დიდ პრობლემებს უქმნის და ხშირ შემთხვევაში, საწარმოების ნაწილს საქმიანობის შეჩერებაც უწევთ. 

ქეთო გოგოხია
19.03.2025

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის დაფინანსებისა და ზოგიერთი პროგრამის შეჩერება დასაქმების ბაზარზეც აისახა და კადრების შემცირება გამოიწვია. სიტუაცია გადამდები აღმოჩნდა ბიზნესისთვის, სადაც კომპანიებისთვის დამატებითი წნეხი პოლიტიკური დაძაბულობაა და ბიზნესგეგმებსა და გრძელვადიან პროექტებს ხშირად ვერ ახორციელებენ. ვეღარ ხერხდება შტატების ზრდა, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებსაც ფინანსური დაფინანსება შეუწყდათ, თანდათან გაკოტრების რეჟიმში გადადიან, რაც დასაქმების ბაზარზე ნეგატიურ ცვლილებას გამოიწვევს. 

ქეთო გოგოხია
19.03.2025

ოქროს ფასი უკვე ყოველ დრე ახალ რეკორდს ამყარებს. გლობალურ ბაზრებზე ძვირფასი ლითონი  კატასტროფულად არის გაძვირებული და ისტორიაში პირველად გადალახა 3000-დოლარიანი მაჩვენებელი. 19 მარტის მონაცემით, ლონდონის ბირჟაზე 1 უნცია ოქროს ღირებულება 3029 დოლარია. ეს ბოლო 1 წელიწადში 40%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. მოლოდინიც ძალიან პესიმისტურია. უცხოელი ანალიტიკოსები უკვე თამამად საუბრობენ, რომ ოქროს ღირებულება შეიძლება 4000 დოლარამდე გაიზარდოს, რაც გარკვეულ გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც ახდენს. ფასი საქართველოშიც სწრაფად იცვლება.

გვანცა წულაია
18.03.2025

საქართველოში პროდუქციასა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიღება ქართულ ენაზე არის სავალდებულო, რაც ძალიან ხშირად კომპანიების მხრიდან ირღვევა. ბოლო პერიოდში ამან ინტენსიური ხასიათი მიიღო. მოქალაქეების საჩივრებმა იმატა და კონკურენციის სააგენტოში მიმართვიანობა გაზრდილია. განსაკუთერბით პრობლემაა რესტორნებში, მიტანის სერვისში და უკვე სატაქსო მომსახურებაშიც.

გვანცა წულაია
18.03.2025

საქართველოში საშუალო ხელფასი 2217 ლარს შეადგენს. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მოსახლოების დიდი ნაწილის ანაზღაურება ჯერ კიდევ სამნიშნა რიცხვთა ფარგლებშია. ამიტომ ეკონომისტები ამბობენ, რომ საშუალო ხელფასი გაანგარიშება რეალობას მოწყვეტილია და მედიანური ხელფასის ცნება უფრო ახლოსაა სინამდვილესთან, თუმცა არც ისაა სინამდვილესთან ბოლომდე ახლოს.

ირმა ჩიტაია
17.03.2025

საქართველოში ბინის შეძენის მიმართულებით კვლავ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქტიურობენ. ბათუმში, გაყიდული ბინების 71%-ი უცხოელებზე მოდის, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. მათი ასეთი აქტიურობა, ცხადია, უძრავი ქონების ფასს მაღლა წევს და ბინებს ადგილობრივი მოქალაქეებისათვის უფრო ძნელად ხელმისაწვდომს ხდის. ექსპერტთა ნაწილი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში პრობლემას ვერ ხედავს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის ზომების გატარება, რომ პროცესი შეჩერდეს.

ქეთო გოგოხია
17.03.2025

ლარის კურსთან დაკავშირებული ბოლოდროიინდელი ტენდენცია ამყარებს საფუძველს, რომ ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული იპოვა. ყოველ შემთხვევაში, ის ახლოსაა ამ მაჩვენებელთან, რასაც კვლევით ორგანიზაციებში ადასტურებენ. ზედიზედ მესამე კვირაა, ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციით ხასიათდება, შესაბამისად, და ძალიან ცოტა რესურსი რჩება და  ახლოსაა იმ დიაპაზონთან, სადაც უნდა დასტაბილურდეს. მთავარია, რაიმე ფოსრმაჟორული გარემოებები არ შეიქმნას ეკონომიკაში, რაც სიტუაციას შეცვლის. მიმდინარე პროცესი კი აჩვენებს, რომ ლარის სიმყარე თანდათან გარანტირებული ხდება.  

ქეთო გოგოხია
17.03.2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამების გაჩერება საქართველოს ეკონომიკაზე ვერანაირ ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აქამდე განხორციელებული პროექტების ეფექტიანობაც გარკვეულ ეჭვს ბადებს. სავარაუდოდ, მთავრობა არც ფიქრობს შეჩერებული პროგრამის აღდგენას, რაც ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებაში იკითხება კიდეც. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, სავალუტო ფონდთან პროგრამის ქონა მთავრობის თვითმიზანს არ წარმოადგენს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×