ირმა ჩიტაია
05.05.2025

ნავთობის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები წარმოებას მკვეთრად ზრდიან. ეს ფაქტორი კი ფასებზე უკვე მოქმედებს და ახლო მომავალში შავი ოქრო კიდევ უფრო გაიაფდება. შესაძლოა, 1 ბარელის ღირებულება 50-55 დოლარამდე ჩამოვიდეს. ეს უკანასკნელი კი, ცხადია, დადებითი ფაქტორია იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის. 

ქეთო გოგოხია
05.05.2025

საქართველოს შრომის ბაზარზე უცხო ქვეყნების მოქალაქეები მომრავლდნენ. თუკი ადრე, ძირითადად, დასაქმებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, ახლა უკვე ბიზნესის კეთებაზე გადაერთვნენ, რის გამოც ადგილობრივები არაჯანსაღ კონკურენციაში აღმოჩნდნენ. განსაკუთრების ეს ეხება ავტოდილერებისა და გიდების მიმართულებას, სადაც ამიტომ უცხო ქვეყნების მოქალაქეების  საქმიანობის რეგულაციას ითხოვენ. ერთიც და მეორც მნიშვნელოვანი მიმართულებებია. 

გვანცა წულაია
05.05.2025

საქართველოში ბევრი არასაჭირო ოპერაცია კეთდება. ეჭვია, რომ როგორც ფარმაციაა ბიზნესად ქცეულია, ასეა კლინიკებში და ოპერაციებში სახელმწიფოსგან თუ მოქალაქეებისგან ფულს "ქაჩავენ". ამ ეჭვს ადასტურებენ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და თან ამბობენ, რომ ქვეყანაში არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. 

ირმა ჩიტაია
01.05.2025

 

 ქართული თხილის საექსპორტო ფასი გაზრდილია. არსებული მონაცემით, წინა წელთან შედარებით, 13%-იანი მატებაა, შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება, რასაც ექსპორტიორები გლობალური ტენდენციით ხსნიან და არ გამორიცხავენ, რომ ტენდენცია გაგრძელდეს. მართალია, მარაგი მილევადია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამჟამად 1 კგ თხილის საშუალო ღირებულება 7 ლარიდან იწყება და ხარისხის შესაბამისად მერყეობს.

გვანცა წულაია
01.05.2025

ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში გამორჩეულად სტაბილურია და ნელ-ნელა გამყარებისკენ მიიწევს. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მოლოდინია, რომ კურსი კიდევ გამყარდება და შესაძლოა, ახალი წონასწორული ნიშნული იპოვოს. ეკონომისტები ასეთ გარემოებას არ გამორიცხავენ და თავად ეროვნულ ბანკშიც მიანიშნებენ, რომ ლარი გამყარდება. 

გვანცა წულაია
30.04.2025

საქართველოს ეკონომიკა განვითარებას და ზრდას განაგრძობს. მარტში მშპ 9%-ით გაიზარდა, პირველი კვარტალის საშუალო მაჩვენებელმა კი - 9.3% შეადგინა. შარშან წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში პოლიტიკურ დაძაბულობას ეკონომიკურ განვითარებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია და ახლა, როდესაც წნეხი საერთოდ მოხსნილია, შემდეგ თვეებში შედეგი კიდევ უფრო უკეთესი უნდა იყოს. 

გვანცა წულაია
30.04.2025

2023 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოში ლეგალურად თითქმის 39 ათასი უცხოელი დასაქმდა. სამომავლოდ ეს ძალიან დიდი პორობლემას გამოიწვევს, როგორც ეთნიკური თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური კუთხით. ასე ფიქრობენ სპეციალისტები და თან აცხადებენ, რომ მიგრანტებთან დაკავშირებით ქვეყანაში კანონია გასამკაცრებელი. 

გვანცა წულაია
29.04.2025

დონალდ ტრამპის სავაჭრო ომის გამო გლობალურ ეკონომიკას წელს რეცესიის საფრთხე ემუქრება. ასეთი ვარაუდი აქვთ გავლენიან ეკონომისტებს. ამ დროს საქართველოს მშპ დიდი სისწრაფით იზრდება. საინტერესოა, ასეთ პირობებში რამდენად დაჩქარდება იმ ჩამორჩენის აღმოფხვრა, რომელიც საქართველოს განვითარებულ ქვეყნებთან აქვს?

გვანცა წულაია
29.04.2025

საქართველოს მოსახლეობის თითქმის 12% სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფება, რაც რაოდენობრივად დაახლოებით 440 ათას ადამიანს მოიცავს. ასეთია 2023 წლის ოფიციალური მონაცემები, 2024 წლის შედეგი კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებული მოქალაქე ჰყავს, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციები საერთოდ წარმოუდგენელ სურათს ხატავენ. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მოსახლოების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით სპეკულირება კვლავ აქტუალურია.

ირმა ჩიტაია
28.04.2025

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი სწრაფად მზარდია. იმის  მიუხედავად, რომ მიგრაციული პოლიტიკა მკაცრდება, ქვეყანაში მათი წილი მაინც მატულობს. პარალელურად, დიდია ადგილობრივი მოსახლეობის გადინება. სპეციალისტები აზრით, პროცესი თუ არ დარეგულირდა, შესაძლოა უცხოელების მზარდამა შემოდინებამ, უახლოეს მომავალში, ადგილობივი მოსახლეობის ეთნიკური შეცვლაც კი გამოიწვიოს.

ქეთო გოგოხია
28.04.2025

საერთაშორისო ბირჟაზე ოქრო მკვეთრ გაძვირებას განაგრძობს და ისტორიული მაქსიმუმიდან არ ჩამოდის. ამჯერად 1 უნცია მეტალის ღირებულება 3300 დოლარს შეადგენს. ცოტა ადრე ფასი 3450 დოლარიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ცოტათი დაკორექტირდა,  გაიაფების პერსპექტივა არ არის.  ერთწლიან პერიოდში ოქრო 50%-ით არის გაძვირებული. შესაბამისად, მისი ფასი ქართულ ბაზარზეც მატულობს. 

ქეთო გოგოხია
28.04.2025

პური გაძვირდა, ხარისხი კი საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხმარებლების უკმაყოფილება საკვების ხარისხთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში სწორედ პურს უკავშირდება. ფქვილის გაძვირებისა და იმპორტთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვის პირობებში მწარმოებლებს უხარისხო ფქვილის გამოყენება უწევთ, რაც პურის ხარისხზეც ადეკვატურად აისახა და სამართლიანი გულისწყრომაც გამოიწვია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×