ქეთო გოგოხია
20.06.2023

ტურისტულ სექტორში მდგომარეობა გაუარესდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, სექტორის წარმომადგენლები შედეგით უკმაყოფილოები არიან. როგორც აღმოჩნდა, ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა, განსაკუთრებით ზღვისპირა კურორტებზე, რასაც სპეციალისტები უკრაინაში რუსების მიერ კახოვკის წყალსაცავის აფეთქებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ შავი ზღვის დაბინძურების შესახებ აგორებულმა ინფორმაციამ დამსვენებლები დააფრთხო.

გვანცა წულაია
20.06.2023

ლარის კურსმა "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე კვლავ გაუფასურება დაიწყო. თვენახევრის წინ ნახტომისებურად გაუფასურებული ლარი, ბოლო დღეებში, სტაბილურად 2.59-2.61-ის ფარგლებში იყო, თუმცა გუშინ 2.63-იანი ნიშნულისკენ დაიძრა. საინტერესოა, რა აუფასურებს კურსს მაშინ, როდესაც რეალურად ამის არანაირი მიზეზი ქვეყანაში არ არსებობს

ქეთო გოგოხია
19.06.2023

ენერგეტიკული ბირჟის ამუშავებამდე სულ ცოტა დრო რჩება. სექტორში ელოდებიან, რომ დარგის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ინვესტიციებისთვის პირობები რადიკალურად გაუმჯობესდება. მართალია, სამომხმარებლო ტარიფებზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ქმნის, ფაქტობრივად, ყველა პირობას, რაც დარგს სტაბილური განვითარებისთვის სჭირდება. ცვლილება განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესზე იმოქმედებს, რომლებსაც ენერგეტიკის ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობა ექნებათ.

ქეთო გოგოხია
19.06.2023

სატრანსპორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია, რაც ნავთობპროდუქტების ბაზარზეც დადებითად აისახება. ტენდენცია გაუმჯობესდა და ტრანზიტად მოძრავი ავტომობილების მძღოლებმა ისევ დაიწყეს დიზელის ტიპის საწვავის შეძენა საქართველოში, რა მხრივაც ფასის კლებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.

გვანცა წულაია
19.06.2023

საქართველოში კადრების დეფიციტის პრობლემა ნელ-ნელა გვარდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმა რაღაც ეტაპზე დასაქმებულებთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ხელფასები გაზარდა. მართალია, პრობლემა მაინც მწვავედ დგას და მოსახლეობაც ანაზღაურების სიმცირეზე მიუთითებს, რა მიზეზითაც ქვეყანაში მუშაობას თავს არიდებენ, მაგრამ საკითხის გამოსწორების გზას ნამდვილად გამოჩნდა.

ქეთო გოგოხია
19.06.2023

ეროვნული ბანკის მმართველის პოსტზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაუფარავად თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ზურაბიშვილი კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. უარყოფით განწყობას იზიარებს საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ლია ელიავა, რომელიც ფიქრობს, რომ გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის წარდგენა არასწორია და ამან შეიძლება ეროვნული ბანკის შემდგომისაქმიანობას გარკვეული რისკი შეუქმნას.

ქეთო გოგოხია
15.06.2023

ეროვბვნულ ბანკში ჩანერგილი კადრები გამომჟღავნდნენ. მათ მიერ წარმოებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ექსპერტების კრიტიკის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ მოექცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წევრებმა პირდაპირ დაასახელეს პირები, რომლებიც სებ-ში საბოტაჟს ეწეოდნენ. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეროვულ ბანკში შეგნებულად ხდებოდა კონკრეტული ადამიანების ჩანერგვა, რომელთა საქმიანობა მიზანმიმართული იყო ლარის გაუფასურებისაკენ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობის უქმნიდა საფრთხეს.

გვანცა წულაია
15.06.2023

ზაფხულის სეზონის პერიოდში პროდუქციის ღირებულება სტაბილური იქნება და ფასები არ მოიმატებს. ასეთ ვითარებას ადასტურებენ "რეზონანსთან”, როგორც იმპორტიორები, ისე ადგილორბივი მწარმოებლები, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, საქონელზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება.

გვანცა წულაია
14.06.2023

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიაბილეთები ძალიან ძვირია და ამიტომ ქვეყნებს შორის მიმოსვლა მოქალაქეებს ისევ სახმელეთო გზით ურჩევნიათ. გამოდის, რომ ერთი თვის წინ მოხსნილი ავიაემბაგრო და აღდგენილი რეისები დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს. საინტერესოა, ასეთი სიძვირე ჩენარჩუნდება ზაფხულის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თუ კომპანები ბილეთებს გააიაფებენ?

თიკა სიბოშვილი
14.06.2023

ქართულ ბიზნესში ყველგან კადრების სიმცირეს უჩივიან. პრობლემა სულ უფრო ღრმავდება. მუშახელს თითქმის ყველა დარგი ითხოვს, მაგრამ დასაქმება დიდად არავის სურს. ახლა მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა, გარდა იმისა, რომ ბიზნესი მუდმივად სპეციალისტების სიმცირეზე საუბრობდა, პრობლემა სამუშაო ძალის დეფიციტსაც შეეხო.

გვანცა წულაია
13.06.2023

ბოლო 5 თვეში საქართველოში იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა, რომელიც ისედაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ზრდას შეუწყობს ხელს. იმპორტდამოკდებული სახელმწიფოსთვის სხვა ქვეყნიდან პროდუქციის შესყიდვის ზრდა გასაკვირი არ არის, მაგრამ ეს  გარემოება შემდგომში როგორც პროდუქციის ღირებულებაზე, ისე ლარის კურსზე ახდენს გავლენას, ამიტომ საინტერესოა, ახლაც იქნება თუ არა რაიმე მსგავსი გვერდითი მოვლენები?

ქეთო გოგოხია
13.06.2023

თხილის მოსავლიანობა მატულობს. ფერმერები აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა, როცა მოსავალი იზრდება და ხარისხიც მეტ-ნაკლებად გამორჩეულია. ამ მხრივ სახელმწიფო პროგრამამაც კარგად იმუშავა, ფერმერებმა დროულად მიიღეს ზომები. სექტორი ახლა მთლიანად ამინდზეა დამოკიდებული. მწარმოებლები დაახლოებით 55 ათას ტონა თხილს ელოდებიან, რა თქმა უნდა, თუკი ყველაფერი ნორმალურად განვითარდება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×