გვანცა წულაია 22.08.2023

საქართველოში უცხოური ინვესიტიცები მოცულობა იზრდება, მოლოდინი კი უკვე არსებულ მაჩვენებელს არ ჩამორჩება. სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ პანდემიისგან მიღებული მძიმე შედეგი უკან მოტოვებულია და მეტიც, გასული წელი ინვესტიციებისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. საინტერესოა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, როგორ მოახერხა საქართველომ ინვესტიციების ზრდა და როგორი იქნება შემდგომი თვეები უხოური კაპიტალის მოზიდვის მიმართულებით.
|
ქეთო გოგოხია 21.08.2023

ხორბლის წარმოებაში დიდი გაურკვევლობაა. არც ფერმერებმა, არც ხორბლის იმპორტიორებმა არ იციან, როგორ დაგეგმონ გრძელვადიანი სტრატეგია. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გლობალურ ბაზრებზე დაძაბულობაა და ადგილობრივ ბაზარზეც უცნობია, კონკრეტულად რა შეიცვლება ნოემბრის შემდეგ, როცა ფქვილის იმპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. ცალკე საკითხია ხორბლის ფასი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იაფდება, თუმცა მარაგი არათანაბრად არის გადანაწილებული, რაზეც სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ.
|
ქეთო გოგოხია 21.08.2023

წელს შიდა ტურიზმი მეტ-ნაკლებად აქტიურია, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ დარგის განვითარებისთვის გადამწყვეტი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზღვამ, შემდეგ უკვე მთაში დატრიალებულმა შოვის ტრაგედიამ მოქალაქეები შეაშინა, დასვენების მსურველების რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა იკლო ტურების ხანგრძლივობამ როგორც ლაშქრობებზე, ასევე დასასვენებელ ობიექტებში.
|
ქეთო გოგოხია 17.08.2023

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის კლების ტენდენცია შეიმჩნევა. კვლევებით დასტურდება, რომ მიმდინარე წლის ივნისში ბინების რეალიზაცია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით შემცირდა. კლება განსაკუთრებით პრემიუმ სეგემენტს შეეხო, რასაც უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები ადასტურებენ და პროგნოზირებენ, რომ ტენდენცია მინიმუმ გვიან შემოდგომამდე გასტანს. თუკი ახალი ბინების მიმართ მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, ძველი ბინები ნაკლებად მოთხოვნადია.
|
ქეთო გოგოხია 16.08.2023

სიმინდის მოსავლიანობა წლიდან წლამდე მცირდება. ტენდენცია თუ გაგრძელდა, შესაძლოა, ქვეყანა იმპორტული სიმინდის იმედად დარჩეს. მიზეზად, ძირითადად, უამინდობა სახელდება, თუმცა ყველა რეგიონში მუშახელის დიდი სიმცირეა, რაც მოსახლეობის გადინებას უკავშირდება. იმ დროს, როდესაც საქართველოში სიმინდი და მჭადის ფქვილის ფასი პიკზეა, მოსფლიოში სიმინდის ჭარბი მოსავალია და პროდუქტიც გაიაფებულია.
|
ქეთო გოგოხია 15.08.2023

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ვალუტები მკვეთრად უფასურდება, რის გავლენასაც ქართული ბაზარი რეალურად არ განიცდის. ჯერჯერობით ლარიც შედარებით მყარადაა. ინფლაცია მეტ-ნაკლებად მოითოკა, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შესაძებლობას აძლევს, თუმცა ფინანსისტების ერთი ნაწილის აზრით, მათი მიდგომა გადაჭარბებული და კონსერვატულია.
|
ქეთო გოგოხია 14.08.2023

თანამედროვე ტექნიკის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს დიდ რისკს უქმნის. დღეს ადამიანი კომპიუტერისა და მობილურის გარეშე ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მათი ინტენსიური მოხმარება იწვევს მძიმე შედეგს, რაზეც უცხოელი და ქართველი მკვლევარები სულ უფრო ხშირად საუბრობენ. მით უმეტეს რთულია მდგომარეობა ბავშვებში, რომლებიც მობილურთან თანაცხოვრებას ადრეულ ასაკში ეჩვევიან.
|
თიკა სიბოშვილი 14.08.2023

მსოფლიოში ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასი ისევ მაღლა დაიძრა. სიძვირე დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის მოგვარებაზე და დარეგულირებაზე მუდმივად მუშაობენ საერთაშორისო დონეზე, თუმცა შედეგი სახარბიელო არ არის. ჩვენი ქვეყანა ძირითადად იმპორტდამოკიდებულია, ამიტომაც ყოველი საფასო რყევა საფრთხის შემცველია. რა ელის საქართველოს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და აისახება თუ არა მსოფლიო ტენდენცია პირველადი მოხმარების პროდუქტების ღირებულებაზე?
|
თიკა სიბოშვილი 10.08.2023

ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულებამდე ბევრი დრო აღარ რჩება. კურორტები როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებით არის შეივსო და შეიძლება იმის თქმა, რომ სეზონი არ ჩავარდა, თუმცა რამდენად წარმატებული იყო, ამის დასტური ჯერ კიდევ რთულია. სასტუმროებისა და „გესთ ჰაუსის“ მფლობელები სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ იმის შესახებ, რომ დამსვენებლების ნაკლებობას მანც განიცდიან, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რა ხდება რეალურად სამთო და საზღვაო კურორტებზე.
|
თიკა სიბოშვილი 09.08.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი საგრძნობ მატებას განაგრძობს. ეს ტენდენცია საქართველოსაც შეეხო და ნავთობპროდუქტები 10-15 თეთრით გაძვირდა. ჯერჯერობით გაიაფების არანაირი საბუძველი არ არის და სავარაუდოა, რომ ფასის მატება შენარჩუნდება, თუმცა ყველაფერი მაინც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზეა დამოკიდებული.
|
თიკა სიბოშვილი 08.08.2023

ავტობიზნესს ცვლილებები უკვე დაეტყო. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის გამო, მანქანების რეექსპორტი იზღუდება. აკრძალვამ უკვე მოთხოვნაც შეამცირა, თუმცა სექტორის წარმომადგენლების ფიქრობენ, რომ რეექსპორტის 5%-იანი შემცირება, ქვეყანაზე მაინცდამაინც უარყოფითად არ აისახება. შიდა ბაზარზე ფასის კლებას კი თითქმის ყველა იმპორტიორი ადასტურებს. რეალურად რას მოუტანს ეს პროცესები საქართველოს სწორედ ახლა იკვეთება.
|
ქეთო გოგოხია 07.08.2023

საქართველოში სტიქიური მოვლენები საკმაოდ გახშირდა და რისკისგან, ფაქტობრივად, არც ერთი რეგიონი არ არის დაცული, განსაკუთრებით მთიანი ნაწილი, სადაც ათასობით მეწყერსაშიში ზონაა. სამწუხაროდ, სხვადასხვა ტიპის სტიქიური შემთხვევები მომრავლდა და შოვის ტრაგედიამაც დაგვანახა, რომ საფრთხე ნებისმიერ მომენტში შიძლება გაჩნდეს და ქვეყანამ პრევენციისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, რის შესაძლებლობაც გააჩნია და რასაც უსაფრთხოების სტანდარტი მოითხოვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|