გვანცა წულაია
25.08.2022

საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებელი გაუარესებულია. უკანასკნელ ორ წელში, ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა. მართალია, მძიმე მონაცემი დიდწილად პანდემიას უკავშირდება, თუმცა საქართველოში, 2020 წლამდე, ბუნებრივი მატება 3-4 ათასს არ ასცილებია. ეს კი ძალიან მძიმე შედეგია, ამიტომ დემოგრაფები შესაბამისი სამთავრობოს რგოლის აუცილებლობაზე საუბრობენ, სადაც პრობლემები განიხილება და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2020 წელს საქართველოში 46 520 ადამიანი დაიბადა. ამავე წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 537  შეადგინა. გასულ 2021 წელს კი, ქვეყანაში 45 946 ადამიანი დაიბადა და გარდაიცვალა 59 906 ადამიანი. აქედან გამომდინარე, ამ ორი წლის სტატისტიკური მონაცემებიდან დგინდება, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოში ბუნებრივი მატება არ ყოფილა, ანუ ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

2016 წლის შემდეგ მოყოლებული ოფიციალური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ამ წელს ბუნებრივმა მატებამ 5 798 ადამიანი შეადგინა, 2017 წელს - 5 471, 2018 წელს - 4 614, ხოლო 2019 წელს - 1 637. გამოდის, რომ პანდემიის წლების გამოკლებით, საქართველოში ბუნებივი მატება წლიდან-წლამდე საგრძნობლად მცირდება.

გამოდის, რომ უკვე წლებია საქართველოში დემოგრაფიული ვითარება მძიმდება. როგორც დემოგრაფი ანზორ თოთაძე აცხადებს, გარდა იმისა, რომ შობადობა შემცირდა, გაზრდილია ქალების საქორწინო ასაკი, რაც დემოგრაფიული მიმართულებით ცუდია.

"უაღრესად ყველაზე მძიმე ეროვნული სატკივარი, ვერც ხელისუფლებამ და ვერ მოსახლოებამ ვერ გაისიგრძეგანა. ხალხმა ისიც რა იცის, როგორი ვითარებაა დემოგრაფიული მიმართულებით.

რამდემინე წლის წინ ქალების საქორწინო საშუალო ასაკი დაახლოებით 23 წელი იყო. ახლა კი საშუალო საქორწინო ასაკი 30 წელს გადაცილდა. ქალები შვილებს აჩენენ 35 წლის და უფრო ზევით ასაკში. ეს კი დემოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან ცუდია. ასაკში გაჩენილ ბავშვებზე მეტი არის ჯანმრთელობის პრობლემები. მაგალითად, გულის მანკით ბევრი ბავშვი იბადება. მაღალ ასაკში გაჩენილ ბავშვეზე ეს შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე დაბალ ასაკში.

დადგენილია, რომ უცოლო და განქორწინებული მამაკაცი, ყოველ 100 ათასზე, ბევრად უფრო ადრე იღუპება, ვიდრე ცოლიანი. თვითმკველობა 3-ჯერ მეტია განქორწინეულ და უცოლო მამაკაცებში, ვიდრე დაქორწინებულებში.

გაზრდილია განქორწინების ოდენობაც და დემოგრაფიული თვალსაზრისით ესეც ცუდია. საქართველოში თითქმის ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება და შესაბამისად შოდაბოდა იკლებს.

შობადობა ძალიან არის შემცირებული და გაიზარდა მოკვდავობა, რაც ძალიან საშიშია. თუ მოკვდავობა წინა წლებში 50 ათასიც კი არ იყო, შარშან 59 ათასი შეადგინა. 5-6 წელიწადში შოდაბობა თითქმის 15 ათასიც შემცირდა. არადა, 60-იან წლებში 102 ათასი ბავშვი დაიბადა საქართველოში და დღეს 4-5 ათასზე ჩამოვედით", - განაცხადა "რეზონანსთან" ანზორ თოთაძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში საჭიროა დემოგრაფიული რგოლი შეიქმნას, სადაც პრობლემები იქნება განხილული.

"ამ მიმართულებით უამარვი პრობლემაა, რომელსაც მიხედვა სჭირდება. საჭიროა ცალკე დემოგრაფიული რგოლი, რომელიც უნდა იყოს მთავრობაში. ასევე ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციოს პარლამენტმაც. უნდა შედგეს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, სადაც პრობლემები იქნება განხილული. მიხედვა უნდა სამედიცინო კუთხითაც. ძალიან ძვირია სამდეიცინო მომსახურება და თუ ადამიანს არ ექნება საშუალება ვერ იმკურნალებს და ავად გახდება", - დასძინა "რეზონანსთან" ანზორ თოთაძემ.

ქვეყანაში მცირდება ქორწინების მაჩვენებელი, ეს კი დემოგრაფიაზე პირდაპირ ცუდათ აისახება. მაგალითად, თუ კი 2016 წელს საქართველოში დაქორწინებულთა ოდენობამ 25 101 შეადგინა, გასულ წელს რიცხვა 23 155 მიღწია. დაქორქინების მიმართულებით მძიმე იყო 2020 წელი, რა დროსაც მხოლოდ 16 259 ოჯახი შეიქმნა.

განქორწინება დემოგრაფული ვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს, რადგან ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, მცირდება შობადობა. ამ მიმართილებითაც პრობლემაა ქვეყანაში, რადგან წლიდან-წლამდე იზრდება განქორწინებულთა მაჩვენებელი, მხოლოდ 2020 წელი იყო გამონაკლისი, რა დროსაც განქორწინებულთა რაოდენობამ 7 643 შეადგინა. ისე კი, 2020 წლის გამოკლებით, 2016 წლიდან მოყოლებული, განქორწინების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, 2016 წელს 9 536 ოჯახი დაინგრა, 2021 წელს კი 10 654 განქორწინება აღირიცხა.

დემოგრაფი ანზორ სახვაძე აცხადებს, რომ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარება ძალიან მძიმეა და პერსპექტივა, უახლოეს მომავალში, ოპტიმისტურად არ გამოიყურება.

"თუ განგრძლივი პერიოდის დინამიკაში შევხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოს მოსალხოება ყოველწლიურად კლებულობს. ეს პროცესი დაწყებულია 1992 წლის შემდეგ. უამრავი მიზეზი აქვს იმას, რომ რატომ ლებულობს საქართველოს მოსალხოება. ჯერ ერთი, ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოშიც ეკომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამას დამატებული ის შინააშლილობა, რომელიც 90-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, შიდა ომები, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე. ედარებისთვის, 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში საშუალოდ წელიწადში იბადებობდა 90 ათასი ბავშვი. ახლა კი, თუნდაც გასულ წელს, ჩვენს ქვეყანაში დაიბადა სულ 46 ათასი ბავშვი.

ამას ემატება ეკონომიკური გაჭირვების გამო, ემიგრაციის გააქტიურება. ეს მაჩვენებელი საქართველოში მნიშვნელოვნია და ძალიან ახდენს გავლენას მოსახლოების რაოდენობის ცვლილებაზე. მოსახლოების რაოდენობა იცვლება ორი ძირითადი ფაქტორით. ეს არის ბუნებრივი მოძრაობა, რომელიც გულისხმობს დაბადებასა და გარდაცვალებატა ერთობლიობას და მიგრაციული სალდო, ანუ ჩამოსულება და წასულებს შორის სხვაობა.

ჩვენთან მიგრაციული პროცესები იმდენად გააქტიურებულია, რომ წასულთა რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება ჩამოსულთა ოდენობას, რომელიც ფარავს მცირება, მაგრამ მაინც დადებით ბუნებივ მატებას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. შესაბამისად, გააქტიურებული ემიგრაციული პროცესები გამო, მოსახლოების რაოდენობა მცირდება.

პირველ რიგში, იმისთვის, რომ ემიგრაციული პროცესები შევამციროთ, საჭიროა, ქვეყნის შიგნით შეიქმნას სამუშაო ადგილები და მოსახლეობას მხოლოდ გაქცევაზე არ ეჭიროს თვალი. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია შობადობის დონის შემცირება, რომელიც მოსახლოების სქესობრივი ასაკობრივი სტრუქტურის გამო იქნება კვლავ შემცირებული. ასე, რომ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარება ძალიან მძიმეა და პერსპექტივა, უახლოეს მომავალში, ოპტიმისტურად არ გამოიყურება", - განაცხადა "რეზონანსთან" და დასძინა, რომ სასურველია იყოს სამთავრობო სტრუქტურაში შესაბამისი რგოლი, რომელიც რეგულარულად იმუშავებს მხოლოდ დემოგრაფიულ საკითხებზე.

"უნდა შეიქმნას ერთიანი დემოგრაფიული ფონდი, რომლიც მიზანმიმართულ დემოგრაფიულ პოლიტიკას გაატარებს ქვეყნის მთელი მოსახლოების მასშტაბით. საჭიროა დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს მატერიალური დახმარებების სისტებასაც და სამედიცინო ასპექტებსაც გამოწევს წინა პლანზე. თანაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა გატარდეს, რომ ეფექტი ჰქონდეს. ამ ფონდში შეიძლება აკუმულირებული იქნას, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი სახსრები, ისე კერძო შემოწირულობები. ამ პოლიტიკას მთლიანად სახელმწიფო უნდა მართავდეს.

ამასთან ერთად სასურველია იყოს სამთავრობო სტრუქტურაში შესაბამისი რგოლი, რომელიც რეგულარულად იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ დემოგრაფიულ საკითხებზე", - დასძინა "რეზონანსთან" ანზორ სახვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×