ომის პირველ ეტაპზე ბინებს რამდენიმე თვით ებედნენ, ახლა ერთი წლით და მეტით დებენ კონტრაქტებს
გვანცა წულაია
24.08.2022

როგორც ჩანს, საქართველოში ჩამოსული რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყნიდან წასვლას დიდი ხნით არ აპირებენ, რადგან ისინი ბინებს სულ მცირე ერთი წლით ქირაობენ. უკრაინაში ომის საწყის ეტაპზე რუსები და ბელარუსები საქართველოში ბინებს რამდენიმე თვით ეძებდნენ, ახლა კი დაქირავების ვადები გახანგრძლივებულია.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის და ბელაურის მოქალაქეები მასობრივად შემოდიან. სტატისტიკური მონაცემები, მარტიდან მოყოლებული, იზრდება და საქართველოში ყოველთვიურად სულ უფრო მეტი რუსი და ბელარუსი შემოდის.

მაგალითისთვის, მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში რუსეთის 156 737 მოქალაქე ჩამოვიდა. 2021 წლის ივლისთან შედარებით, რუსების ვიზიტების რაოდენობის ზრდამ 525% შეადგინა. რაც შეეხება ბალარუსის მოქალაქეებს, ივლისის თვეში საქართველოში 20 773 ბელარუსი შემოვიდა.

როგორც „ნოუბლ რიალ ისთეითის" დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი აცხადებს, რუსების და ბელარუსების მხრიდან საქართველოში ბინის დაქირავების ვადები გაზრდილია

„ჩვენი კომპანიის მაგალითზე, იგივე რუსებისა და ბელარუსების მხრიდანაც, ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა კონტრაქტები უქმდება, ან ირღვევა. თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ფაქტები ხდება და მოგეხსენებათ, კანონი საქართველოში ამ მხრივ ძალიან სუსტია და ნაკლებად იცავს გამქირავებლის უფლებებს და პროცედურულად ძალიან რთულია.

ამ ეტაპზე ასეთი ტენდენციაა, თუ ომის პირველ ეტაპზე 2-6 თვით ეძებდნენ ბინებს, ახლა ერთი წლით და მეტით დებენ კონტრაქტებს. როგორც აღვნიშნე, კონტრაქტის დარღვევა ჩვენი დამქირავებლების მხრიდან დიდი იშვიათობაა", - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა და დასძინა, რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, განსაკუთრებით, ახლა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ბინის გაქირავებას ეხება. თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყნაში რუსეთის და ბელარუსის ბევრი მოქალაქეა ჩამოსული. ჭარბი მოთხოვნის ფონზე, იზრდება ფასები.

საქათველოში უძრავი ქონების ღირებულებამ საგრძნობლად სწორედ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ იმატა. „თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 69%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრი, საბროკერო კომპანია „კედარო ჯგუფის" დამფიძვენები ეკატერინე ჭიღლაძე აცხადებს, რომ ზაფხული სეზონიდან გამომდინარე, ბინების დაქირავებაზე მიმართვიანობამ დედაქალაქიდან აჭარაში გადაინაცვლა.

„გასულ თვეებთან შედარებით, მომართვიანობა შემცირებულია დედაქალაში, თუმცა აქტიური საზაფხულო სეზონიდან გამომდინარე გაზრდილია აჭარის რეგიონზე.

თბილისში იჯარის ნაწილზე ღირებულება შედარებით დასტაბილურდა, თუმცა გაყიდვის ნაწილში კვლავ მაღალი საბაზრო ფასებია.

ჩემთვის უცნობია, გაიზარდა თუ არა რუსეთის და ბერალურის მოქალაქეების საქართველოში შემოდნება, თუმცა ვფქირობ, რომ ამ ნაწილში სტატისტიკა მზარდი არ იქნება. შედარებით ობიექტური პროგნოზის გაკეთება სექტემბრივ მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელია, როდესაც საქართველოდან ტურისტული მიზნით შემოსული უხცო ქვეყნის მოქალაქეები გაედინებიან.

იჯარის ვადებზე ობიექტურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან ჩვენი კომპანია ძირითადად გრძელვადიან თანამშრომლობას სთავაზობს კლიენტს. შესაბამისად, არ ვიცით, რა ინტენსივობის მოთხოვნაა მოკლევადიან იჯარაზე", - განუცხადა ეკატერინე ჭიღლაძემ „რეზონანსს".

უფრო ნათელი რომ იყოს, რა რაოდენოისრუსების შემოსვლაზე საუბარი, გაგაცნობთ სტატისტიკას, 2022 წლის თებერვალში საქართველოში 20 876 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ზრდამ კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 613.7% შეადგინა. მარტში რუსეთის ფედერაციიდან 45 068 მოქალაქე შემოვიდა, მატების მაჩვენებელმა 430% შეადგინა. საქართველოში რუსეთის ფედერაციის 48 797 მოქალაქე შემოვიდა აპრილში, ამ შემთხვევაში ზრდა, წინა წელთან შედარებით, 289% იყო.

2022 წლის ივნისში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა. 2022 წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოს 90 239 ვიზიტორი ეწვია მაშინ, როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 14 967 იყო.

სტატისტიკური მონაცემებიდან უცნობია, ამ დროის განმავლობაში რუსეთის რამდენი მოქალაქე დარჩა საქართველოში და რამდენი გაბრუნდა უკან, თუმცა ფაქტია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში უამრავი რუსი ჩამოვიდა და რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ საქართველოშია.

ქვეყანაში მრავლად შემოდიან ბელარუსის მოქალაქეებიჩ, თუმცა მათი ოდენობა რუსეთის მოქალაქეებს ჩამორჩება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×