ნაზი ბერიძე
07.06.2023

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დადებითად აფასებს საქართველოს კავშირს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტებს საქართველოში, რადგან მოხდეს სწორი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკომისიის ოქტომბრის შუალედური დასკვნა, სადაც შემუშავდება გარკვეული რეკომენდაციები წლის ბოლომდე გასათვალისწინებლად. თუმცა, ელჩი ფიქრობს რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

ელზა პაპოშვილი
07.06.2023

ვინ ააფეთქა კახოვკას ჰესი? სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს პანიკაში მყოფი რუსეთის გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინის მხრიდან კონტრშეტევს დაწყების შიშით ყველაფერზე მიდის.  

 

ია აბულაშვილი
07.06.2023

ოპოზიცია ბოლო პერიოდში გააქტიურდა, ჯერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ალაპარაკდა, ახლა კი პოლიტიკური პარტიების გაერთიანების ინიციატივით გამოდის. "ნაციონალები" კოლეგა ოპოზიციონერებს საკუთარი ქოლგის ქვეშ ეპატიჟება. ენმ-ის ლიდერმა 2024 წლის არჩევნებზე გაერთიანება ყველა ოპოზიციურ პარტიას უკვე შესთავაზა, იმ მოტივით, რომ "ივანიშივლის დამარცხების გასაღები" მხოლოდ "ნაცმოძრაობას" აქვსო.

ნაზი ბერიძე
07.06.2023

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის მიერ შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას, განახორციელოს საკუთარი ტერიტორიის დეოკუპაცია.

ელზა პაპოშვილი
06.06.2023

„ნაცმოძრაობა“ 2024 წლის არჩვენებზე გაერთიანებას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთავაზობს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ოლიგარქის დამარცხება მხოლოდ ამ შემთხვევშია შესაძლებელი. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. 

ნაზი ბერიძე
06.06.2023

ოპოზიცია ბოლო პერიოდში გააქტიურდა. ჯერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ალაპარაკდა, ახლა კი პოლიტიკური პარტიების გაერთიანების ინიციატივით გამოდის.

ნაზი ბერიძე
05.06.2023

ოპოზიციის ნაწილი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ინიციციატივით გამოდის და ერთობლივი მინისტრთა კაბინეტის დასახელებას ითხოვს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" კოალიციური მთავრობის პერსპექტივას ვერ ხედავენ და მიაჩნიათ რომ ეს იდეა არ განხორციელდება, რადგან არ იქნება შედეგის მომტანი და არ ექნება საზოგადოების შესაბამისი მხარდაჭერა.

ელზა პაპოშვილი
05.06.2023

უკრაინის ფრონტზე სიტუაცია შედარებით მშვიდია, თუმცა სიმშვიდე არ არის, როგორც რუსეთის  ტერიტორიაზე, ასევე რუსულ ჯარში. “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“, რომლებიც ირწმუნებიან, რომ რუსი ჯარისკაცები დაატყვევეს, აცხადებენ, რომ ტყვეებს უკრაინას გადასცემენ. 

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ ინფორმაციით კი, რუსეთის ბელგოროდის ოლქის შებეკინოს რაიონში ღამით მოწინააღმდეგის ორი ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. 

ნაზი ბერიძე
05.06.2023

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივა პოზიტიურად შეაფასა. ამის შესახებ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ის, რომ უკრაინამ კონტრშეტევა უკვე განახორციელა, ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც და აღნიშნავს, რომ ის არ იყო წარმატებული.

ნაზი ბერიძე
03.06.2023

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად გააქტიურება ენმ-ს სასურველ შედეგს ვერ მოუტანს - მათგან დანარჩენი ოპოზიციის დისტანცირების პროცესი გაძლიერდება და სააკაშვილის ფაქტორს „ქართული ოცნება" მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისას ისევ სათავისოდ გამოიყენებს. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების გამო, სააკაშვილი ვერ იქნება ოპოზიციის ერთიანი ლიდერი.

ნაზი ბერიძე
03.06.2023

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს პრემიერ მინისტრი იარკლი ღარიბაშვილი ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ნატო არაორდინალური გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება, რაც ალიანსის ატიპიურ გაფართოებას გულისხმობს და ეს ვიზიტიც ამასთანაა კავშირში.

ელზა პაპოშვილი
02.06.2023

ბოლო რამდენიმე დღეა დედაქალაქი კიევი და უკრაინის მთელი ტერიტორია რუსების მიერ ინტენსიურად იბომბება. თუმცა რუსები აცხდებენ, რომ უკრაინელები რუსეთის რამდენიმე ოლქს დრონებით უტევენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგოროდის რაიონის ქალაქ შებეკინოში ელექტრომატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ქალაქში  საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.  


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×