რეზონანსი 30.12.2023

რუტინულად გამოცხადებულმა „ქართული ოცნების“ მორიგმა ყრილობამ ქართულ პოლიტიკაში ტექტონიკური ცვლილებები გამოიწვია. პოლიტიკიდან უკვე ორჯერ წასული მისი დამფუძნებელი, ყველასათვის მოულოდნელად დაბრუნდა. თავისივე ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტიდან პარტიის მთავარი პოლიტიკური კონსულტატი იქნება. იგი არ ადასტურებს რაიმე საკადრო ცვლილებებს და არც პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას აპირებს.
|
ელზა პაპოშვილი 29.12.2023

2023 წელი განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა მოვლენებით, რომლებიც მომავალში საქართველოს, ჩვენი რეგიონისა და ზოგადად მსოფლიოსათვის შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. თუმცა, წლის შეჯამებისას „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ორ მათგანს ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას - საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და რუსეთი უკრაინის ომს. გარდა ამისა, იყო ბევრი სხვა რამ, რაც მომავალში სწორედ 2023 წელთან იქნება ასოცირებული, რამაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან ემოციური გავლენა მოახდინა ქვეყანაზე.
|
ელზა პაპოშვილი 29.12.2023

მმართველი გუნდი ექიმებისგან მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობაზე ახსნა-განმარტებებს ითხოვს. თუკი ექიმები იტყვიან, რომ ციხეში დაბრუნება შესაძლებელია, ის რუსთავის სასჯელაღსრულების საკანში უნდა გადაიყვანონ. „ხალხის ძალის“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტი კარგადაა და ციხეში უნდა დაბრუნდეს. როგორც დეპუტატები მიანიშნებენ, ექიმებმა იცრუეს, როდესაც ამბობდნენ რომ „ვივამედის“ პაციენტი პატიმრის მდგომარეობა მძიმე იყო.
|
ნაზი ბერიძე 29.12.2023

ბოლო გამოკითხვებში მიზერული მაჩვენებლის დაფიქსირებისა და იმ გარემოების ფონზე, რომ „ოცნება" 5%-იან საარჩევნო ბარიერს არ ამცირებს, ოპოზიციურ პარტიებში გაერთიანების პროცესი გაცხოველდა. ამჯერად „ლელოს" ლიდერმა არაორაზროვნად, მიანიშნა, რომ ყაბულსაა მელიას გუნდთან გარკევეული პოლიტიკური ერთობა შეკრას. ნაცმოძრაობიდან ლტოლვილ ექსთავმჯომარეს ამაზე ჯერ რეაგირება არ ჰქონია, თუმცა გუშინ მისმა თანამოაზრე ბაჩო დოლიძემ ასევე კატეგორიულად აღნინშა, რომ გაერთიანებას არავისთან არ გეგმავენ.
|
ნაზი ბერიძე 28.12.2023

მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დღევანდელი გადასახედიდან, მხოლოდ ორ პარტიას აქვს გარანტირებული 5%-იანი ბარიერის გადალახვა - „ქართულ ოცნებასა" და ენმ-ს. კიდევ რამდენიმე პარტია 5%-ის ზღვარზეა წინასწარ მათ პერსპექტივაზე საუბარი რთულია. თუმცა, ხმების პროცენტული განაწილების ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა დიდი მნიშნელობა ჰქონდეს იმას, თუ ვინ დაიკავებს არჩევნებზე მესამე ადგილს. ვის აქვს ამის ყველაზე მეტი შანსი?
|
ნაზი ბერიძე 28.12.2023

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში" სახალხო დამცველის კონსილიუმი იანვარში მოინახულებს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა და მიანიშნა, რომ ექიმთა დასკვნის შესაბამისად, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სააკაშვილის საპატიმროში დაბრუნების საკითხი. რას ნიშნავს ეს და ხომ არ მზადდება ნიადაგი იანვარში სააკაშვილის ციხეში გადასაყვანად?
|
ნაზი ბერიძე 27.12.2023

ოთხშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება საპროტესტო აქციების ფონზე მოახდინა, - ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.
|
ნაზი ბერიძე 27.12.2023

ოპოზიცია კოალიციური მთავრობის შექმის პერსპექტივაზე ალაპარაკდა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს - დღეს არსებული ძალთა ბალანსის პირობებში რეალურად არსებობს თუ არა მოვლენების ამ მიმართულებთ განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტების შეფასებით, შანსი არსებობს, მაგრამ, საეჭვოა, რომ ცალკეულმა პარტიებმა თავიანთი იდენტობა დაკარგონ და ასეთ კოალიციაში შევიდნენ.
|
ნაზი ბერიძე 26.12.2023

სამშაბათს შუადღიდან სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსთან სტიქიურად დაიწყო მოქალაქეების შეკრება. ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვნებიც და უკვე მოხდა რამდენიმე მცირე ინციდენტი მათსა და აქციის მონაწილეებს შორის. ყოველივე ეს კი გამოიწვია დე ფაქტო ხელისუფლების მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომ ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის რუსეთისათვის გადაცემის საკითხი აქამდე დაგეგმილი 28 დეკემბრის ნაცვლად, 27-ში გაეტანათ განსახილველად.
|
ელზა პაპოშვილი 26.12.2023

წინასაახალწლოდ, 30 დეკემბერს, მმართველი პარტიის ყრილობა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხი ახალი პოლიტსაბჭოს ფორმირებაა, რომლის შემადგენლობაც წინასწარ უკვე გამოცხადდა. თუმცა, ოპოზიცია ეჭვობს, რომ ყრილობის მოწვევის რეალური მიზეზი სულ სხვაა და მასზე შესაძლოა ბიძინა ივანიშვილიც მივიდეს. უნდა ველოდოთ თუ არა წინასაახალწლოდ „ოცნებაში“ მოულოდნელ ცვლილებებს?
ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ახლა „ოცნებას“ არ აქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ივანიშვილის დახმარება სჭირდებოდეს. ხოლო თუ ის პლიტიკაში მესამედ გადაწყვეტს დაბრუნებას, ეს მხოლოდ ახალი გუნდით და შემადგენლობით მოხდება, თუმცა „ოცნების“ სახელით. „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები იმ მიზეზსაც ასახელებენ, რამაც შესაძლოა ივანიშვილს ამ ნაბიჯისაკენ უბიძგოს.
|
ნაზი ბერიძე 26.12.2023

საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გეგმის შესრულება რეალისტურია, თუმცა მისი შესრულების პარალელურად მუდმივად უნდა იყოს კომუნიკაცია ევროკავშირთან. ნაწილი კი ვარაუდობს, რომ საქართველოს ევროინტერგაციის თვალსაზრისით ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საქართველოს პოლიტიკურ-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.
|
ნაზი ბერიძე 25.12.2023

ოპოზიცია ძიების პროცესშია, რა შეიძლება იყოს არჩევნებში წარმატების მიღწევის ფორმულა - ერთიანი მძლავრი ალტერნატიული ცენტრის შექმნა, თუ ძალების გადანაწილება და რამდენიმე დაჯგუფების ორგამიზება. ასევე, საინტერესოა, არიან თუ არა ოპოზიციაში რეიტინგული ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ ლოკომოტივის როლი ითამაშონ 2024-ში „ოცნების" დასამარცხებლად.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|