თეონა ვეშაგური
30.07.2022

უკრაინა ახალ საშუალებებს მიიღებს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად - აღნიშნულზე ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი ავრცელებს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" იმ ტექნიკის ჩამონათვალზე საუბრობს, რომელსაც აშშ გადასცემს უკრაინას და აცხადებს, რომ ახალი შეიარაღება კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის არმიას, რაც ფრონტის ხაზზე უპირატესობას მიანიჭებს უკრაინას.

„ახალ საშუალებებში იგულისხმება კონტრსაბატარეო, ელექტრონული გადამჭერი მოწყობილობები, რომელთაც შეუძლიათ ეფექტური ბრძოლა რუსული სარაკეტო სისტემების წინაარმდეგ. გადაეცემათ უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა სახელწოდებაა „ფენიქს გოსთი".

„ამასთან, მოხდება ახლი სადაზვერვო დრონების გადაცემა, რომლებიც ბევრად ეფექტურად და მყისიერად დააფიქსირებენ რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას. არც ის არის გამორიცხული, რომ ამერიკელებმა უკრაინელებს გადასცენ თავიაანთი საშტურმო „ა-10" რომელიც არის სწორფრთიანი მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავი ე.წ „ჭექა-ქუხილი".

„რა თქმა უნდა, გადაცემული იქნება, „ჰაიმარსებისთვის" განკუთვნილი ზუსტი დამიზნების საარტილერიო ჭურვებიც და ჰაერსაწინაარმდეგო სარაკეტო სისტემებიც. ალბათ ამ ტექნიკაზეა საუბარი.

„აღნიშნული შეიარაღების გადაცემა კი საკმაოდ დიდ ზეგავლენას მოახდენს ომის მიმდინარეობაზე, შესაძლებელია უკრაინელებმა უპირატესობაც მოიპოვონ ფრონტის ხაზზე და უწინდელზე ეფექტური კონტრშეტევები განახორციელონ რუსული არმიის გასანადგურებლად". - ამბობს მაისაია „რეზონანსთან"

რეზნიკოვმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მალე ახალ საშუალებებს მიიღებს.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თავდაცვის რა სახის საშუალებებს ელიან აშშ-სგან.

„მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი კარგი ამბებით დაგვიბრუნდა. მალე ჩვენ მივიღებთ საშუალებებს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად",- განაცხადა რეზნიკოვმა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×