რეზონანსი
09.07.2026

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ 10 ბალისტიკური რაკეტით გაანადგურა მტრის სამეთაურო ცენტრი დასავლეთ აზიაში და მტრის საჰაერო ბაზა ალ-აზრაქში, იორდანიაში.

ირანელი სამხედროების თქმით, აშშ-ის არმია თუ გაიმეორებს აგრესიას, რეგიონში  სხვა ბაზები ძლიერი ცეცხლისგან დაზღვეული არ იქნება.

„წინა განცხადებაში ვთქვით, რომ აგრესიის გამეორება გააფართოებდა ჩვენს რეაგირებას რეგიონში არსებულ მტრის სხვა ბაზებზე. ბავშვების მკვლელი ამერიკული არმიის აგრესიაზე რეაგირების მეორე ფაზაში ჩვენ ეს მუქარა განვახორციელეთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იორდანიის ეროვნულმა საინფორმაციო სააგენტომ, სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, მანამდე განაცხადა, რომ ქვეყანამ ირანიდან მისი ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული რვა რაკეტა ჩამოაგდო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×