რეზონანსი
09.07.2026

მარინ ლე პენი საპრეზიდენტო კამპანიას დიდი უპირატესობით იწყებს და თავის მეტოქეს, ედუარ ფილიპს, 17 პროცენტული პუნქტით უსწრებს - როგორც ოთხშაბათს გამოქვეყნებული ორი გამოკითხვა აჩვენებს, ეს შედეგი მან ელისეის სასახლისთვის ბრძოლაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დააფიქსირა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, - წერს ფრანგული ტელეკომპანია BFMTV.

„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ივნისის შუა პერიოდთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით დაწინაურდა და პირველ ტურში ხმების 36%-ს აგროვებს. ამის შესახებ LCI-სა და Le Figaro-სთვის ჩატარებული Ifop-ის გამოკითხვა მიუთითებს, რომელიც 984 რესპონდენტისგან შემდგარ ჯგუფში ჩატარდა და მისი კანდიდატურის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში საზოგადოებრივი განწყობის ამსახველ სურათს წარმოადგენს.

ორივე გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენი მეორე ტურში ყველა სცენარით იმარჯვებს, თუმცა Toluna Harris-ის მონაცემებით, ედუარ ფილიპთან მას მხოლოდ მცირე უპირატესობა აქვს (51% - 49%-ის წინააღმდეგ), მაშინ როცა Ifop-ის კვლევა უფრო აშკარა სხვაობას აჩვენებს (54% - 46%-ის წინააღმდეგ).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×