რეზონანსი
09.07.2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაამტკიცა შეთანხმება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.

ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც დამტკიცდა „აზერბაიჯანის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება“, რომელიც ხელმოწერილი იქნა 2026 წლის 18 მაისს, ბაქოში.

დადგენილების თანახმად, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მისი დებულებების შესრულება, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას უნდა გაუგზავნოს შეტყობინება შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×