რეზონანსი
09.07.2026

აქამდე თუ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები გვახსოვდა, ახლა უკვე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაემორჩილა გავლენიანი ძალების ზექმოქმედებას, მათი მცდელობაა, რომ საკუთარი სუვერენიტეტის დამცავი ქვეყნები არ არსებობდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამის გამოძახილია ეუთო-ს მორიგი რეზოლუციაც, რომლის ავტორია ჯო უილსონი.

„ამ მომაბეზერებელმა ადამიანმა უკვე თავი მოაბეზრა მისსავე დელეგაციის ხელმძღვანელს, რომელიც თურმე, მას გასამგავრებლად თვითმფრინავში უკან გასამგზავრებლად არ უშვებს. ნებისმიერი ჩანაწერი ტყუილი და დეზინფორმაციაა, რომელიც ეუთო-ს სადამფუძნებლო პრინციპებსაც კი ეწინააღმდეგება. ეუთო რეზოლუციებს საკუთარი თავის წინააღმდეგაც კი იღებს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×