
რუსეთმა ბელარუსიდან საწვავის შესყიდვები რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა, რათა შიდა ბაზრზე შექმნილი დეფიციტი დაფაროს, რომელმაც შორეული აღმოსავლეთიდან კალინინგრადამდე მთელი ქვეყანა მოიცვა.
ივნისში ბელარუსიდან რუსეთში ბენზინის მიწოდებამ 181,000 ტონას გადააჭარბა, რაც მაისის 77,000 ტონასთან შედარებით სამჯერ მეტია. წლის პირველ ნახევარში ბელარუსიდან ბენზინის შესყიდვები 20-ჯერ გაიზარდა და 453,000 ტონას მიაღწია.
იანვრიდან ივნისამდე ბელარუსიდან დიზელის საწვავის იმპორტი ხუთჯერ გაიზარდა და 256,000 ტონას მიაღწია. გარდა ამისა, გასულ თვეში რუსეთში 16,000 ტონაზე მეტი ბელარუსული საავიაციო საწვავი გაიგზავნა.
ამასთან, ბელარუსული ბენზინი გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე რუსული: ერთი ტონა Аи-92-ის ფასი დაახლოებით 111 ათასი რუბლია, ხოლო Аи-95-ის - 124 ათასი. შედარებისთვის, სანქტ-პეტერბურგის სასაქონლო-ნედლეულის ბირჟაზე საბითუმო ფასები 9 ივლისის მდგომარეობით, შესაბამისად, 70,100 და 76,200 რუბლს შეადგენდა.