რეზონანსი
12.06.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება მედიასთან შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, გვარამიას ეს განცხადება აჩვენებს, რომ გვარამია არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს.

„საქართველო პირველ რიგში უნდა მოქმედებდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ვინმეს სხვა თუ უნდა, მაშინ „ნაცები“ მოიყვანონ ხელისუფლებაში და მაშინ მოემსახურებიან სხვა ხალხის ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს.

მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართველი ხალხის ინტერესები. ეს არის ამოსავალი წერტილი სუვერენულ ქვეყნებს შორის საერთო ინტერესების ძიებისა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გვარამია მორიგ შეკვეთილ, მოღალატეობრივ სტატიას აქვეყნებს და მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას, არ მოახდინონ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×