რეზონანსი
06.06.2026

ოპოზიცია უსუსურ მდგომარეობაშია, დაქსაქსულები არიან. ისინი პირადსა და სახელმწიფოებრივს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ პოზიციის მიზანია ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია.

„ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა სხვადასხვა პრემიერის და ბოლო წლებში ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი პრინციპულობითა და გაუტეხლობით მოახერხა ის, რომ ქვეყანა მაინც წინ მიდის, რაც არ უნდა ეს ვიღაცას არ მოსწონდეს.

ოპოზიციას აქვს ერთადერთი იდეაფიქსი - ქვეყანაში იყოს არეულობა, დაუმორჩილებლობა, რევოლუცია, სისხლი, იარაღი და თუნდაც ამ გზით შეცვალონ „ქართული ოცნება“. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ამ გზით ხელისუფლებიდან არ გავიწევით, რადგან ეს არის ხელისუფლების ცვლილების არალეგიტიმური გზა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×