
ის მაღალი დონის შემადგენლობა, რომლითაც გვხვდებოდნენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელაა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დონე და რაც მთავარია, პერსპექტივა, - განუცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს ჩინეთში, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
„ჩინეთი საქართველოს განიხილავს თავის ეკონომიკურ პარტნიორად. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც შეუერთდა „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივას. ამან მოიტანა ორმხრივი სარგებელი. მზად ვართ, რომ ჩვენი ფუნქცია, რაც გულისხმობს აზიისა და ევროპის დაკავშირებას, ძლიერი მოტივებით შევასრულოთ, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ყველა ის აუცილებელი ლოჯისტიკური მიმართულება, რაც ამ იდეისთვის არის საჭირო.
შედგა საუბარი ყველა დარგობრივი მიმართულებით. გვქონდა სურვილი, რომ მოგვეწვია ჩვენი პარტნიორები და სახალხო კრების წარმომადგენლები საქართველოში. ჩინური მხარის მხრიდან იყო გამოხატული დიდი კეთილგანწყობა. ის მაღალი დონის შემადგენლობა, რომლითაც გვხვდებოდნენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელაა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დონე და რაც მთავარია, პერსპექტივა“, - აღნიშნა წილოსანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს.