რეზონანსი
18.05.2026

,,რუსთავი 2”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობს:

"რა მორალის უნდა იყო ადამიანი, რომ დაუშვა, რომ უწმინდესის დაკრძალვის ღონისძიებაში რაიმე ანაზღაურება შეიძლებოდა ამეღო? რა ტალახშიც თავად იწვნენ და წვანან ისეთი ჰგონიათ სხვაც" - წერს სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე, რითაც ეხმაურება ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს, რომელმაც დაწერა: "ამბობენ, რომ ბაკურ ბაკურაძეს, რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს და თიკა რუხაძეს ცუდად აქვთ საქმე. არასწორად დახარჯულ მილიონებს ეძებენო. ასევე ამბობენ, რომ საქმე ეხება პატრიარქის დაკრძალვის არასწორი ხარჯვით ამბავსაცო. ბაკურმა ძალიან დაიჯერა რომ ხელშეუხებელიაო. ასევე, ამბობენ რომ საქმე შეიძლება ბრალის წაყენებამდე მივიდესო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×