რეზონანსი
06.05.2026

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. 

ადგილობრივების ცნობით, ის საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სოფლის მიმდებარედ ვენახის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ცეცხლი გაუხსნეს.

მოკლული წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობდა და სოფელში რამდენიმე თვის წინდაბრუნდა.

მათივე თქმით, მომხდარს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ შელაპარაკება ანაგაში მცხოვრებ მამაკაცთან და ვარაუდობენ, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

წყარო: “მთავარი ამბები კახეთიდან”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×