|

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. პროექტი შედგებოდა ორი ეტაპისგან - მობილიზაცია/პროექტირება და სამშენებლო სამუშაობის წარმოება, მობილიზაცია/პროექტირება დასრულებულია და შესაბამისად სამუშაოები გადავიდა აქტიურ რეჟიმში“ - ამის შესახებ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ განაცხადა, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ანაკლიის პორტში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
როგორც ზურაბ სიჭინავამ აღნიშნა, ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფომ კონტრაქტორ კომპანიასთან ეფექტიანი მოლაპარაკებით შეძლო პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია დაახლოებით 52 მილიონი აშშ დოლარით.
„საერთაშორისო ტენდერის გზით შერჩეული ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ევროპული ბაზრის „დიდი ოთხეულის“ წევრია, რაც ხარისხისა და გარანტიის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოეთ კონტრაქტორთან და შევძელით ბიუჯეტის ოპტიმიზება დაახლოებით 52 მილიონი დოლარით, თუმცა, პროექტის პარამეტრებს ცვლილება არ შეხებია, ხარისხი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არის შესაძლებელი მაღალი ხარისხის და სტანდარტის მიღება ბიუჯეტის ეფექტიანი გამოყენებით“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|