რეზონანსი
06.05.2026

ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თი­თა და ან­გა­რე­ბით მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ძმე­ბი - და­ვით და გი­ორ­გი მი­ქა­ძე­ე­ბი, ასე­ვე გი­ორ­გი ჯო­ხა­ძე სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ძმებ მი­ქა­ძე­ე­ბი­დან რო­გორც და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი მი­ქა­ძეს, ასე­ვე ძებ­ნა­ში მყოფ და­ვით მი­ქა­ძე­სა და გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

მო­სა­მარ­თლე რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რემ შეძ­ლო გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარ­ტით ბრალ­დე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა.

სა­სა­მარ­თლოს გარე და შიდა პე­რი­მეტრზე უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბით ოდე­ნო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, ძმებ გი­ორ­გი და და­ვით მი­ქა­ძე­ებს, ასე­ვე გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-109 მუხ­ლის "ნ" ნა­წი­ლით ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი, რაც შეკ­ვე­თი­თა და ან­გა­რე­ბით მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს ასე­ვე, ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რაც მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვა­სა და გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თი­თა და ან­გა­რე­ბით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და გია ჩა­დუ­ნე­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლია გელა უძი­ა­ლუ­რი. მას უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე მსჯავ­რდე­ბუ­ლია სან­დრო წივ­წი­ვა­ძე, მას 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი.

ამა­ვე საქ­მის ფარ­გლებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, ოთარ რო­მა­ნოვ-ფარ­ცხა­ლა­ძე. მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25/109-ე მუხ­ლის "ნ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნეს, რაც შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ოთარ რო­მა­ნოვ- ფარ­ცხა­ლა­ძე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, მის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×