რეზონანსი
06.05.2026

წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოება ევროპის დღეზე დასასწრებად მიიწვია.

„მალე ეს ადგილი ისე გარდაიქმნება, რომ დაუვიწყარი გახდება. ჩვენი წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს, მათ კულტურასა და ინოვაციებს, იმას, რაც მათ უნიკალურს ხდის. პავილიონებში დაგხვდებათ ბევრი ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გაეცნოთ. უამრავი აქტივობა პატარებისთვის. პირდაპირ ეთერში სცენაზე მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება. წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის. ეს შეხსენებაა, როaმ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო.

შემოგვიერთდით 9 მაისს „ექსპო-ჯორჯიაში“, აღვნიშნოთ ევროპის დღე ერთად!“, -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ვიდეო-მიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×