რეზონანსი
06.05.2026

ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

მისივე თქმით, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით მედიაში ატეხილი ვნებათა ღელვა თემის გააქტიურებას ემსახურება, თუმცა, როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, პროცესებში არავინ ერევა, რადგან ეკლესია საიმედო ხელშია.

„სანამ გამოვირჩევთ ახალ პატრიარქს, პრესა-ტელევიზიებში ვნებათაღელვაა ხოლმე. მათაც ვერ გაამტყუნებ ამაში, რაღაც თემის აწევა უნდათ. მერწმუნეთ, ყოველ დღე მაგ საქმეებში ვართ, ვემზადებით, შიგნით სიმშვიდეა, არავინ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს ჩარევას, რომც უნდოდეს. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვარჩევთ, უფლის ნება როგორც იქნება- ისე იქნება. აუცილებლად გავაგრძელებთ ისევ თქვენთან ერთად სულიერ წინსვლას. ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×