რეზონანსი
06.05.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან შალვა თადუმაძესთან ერთად,  საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელოვან როლს საგამოძიებო პროცესში და აღნიშნა, რომ ლაბორატორიული კვლევები დანაშაულის დროულ და ეფექტიან გახსნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

შეხვედრის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი გაეცნო დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებს და დეტალური ინფორმაცია მოისმინა ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს მომავალში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×